- www.caparol.ge
- პროდუქტები
- დეკორატიული დანაფარები
- Metallocryl exterier

Capadecor® Metallocryl Exterior
აბრეშუმისებრი-ბზინავი დისპერსიული საღებავი გარე სამუშაოებისათვის, ლითონის ეფექტის მიმცემი.

დანიშნულება
Capadecor Metallocryl Exterior - უმაღლესი ხარისხის, მბზინავი, აბრეშუმისებრი, კლიმატური ზემოქმედებისადმი მედეგი, დისპერსიული საღებავი ლითონის ეფექტით, ფასადის სტრუქტურირებული ზედაპირებისათვის. არ გამოდგება კომპოზიციური თბოსაიზოლაციო სისტემების შესაღებად. გლუვ, მცირედ სტრუქტურირებულ, ან ცუდი განათების მქონე ზედაპირებზე ტოვებს ნაღვენთებს, ან გორგოლაჭის კვალს.
თვისებები
■ გამოხატული ლითონის ეფექტი
■ წყალდისპერსიული, გარემოსათვის უსაფრთხო, სუსტი სუნით,
■ წარმოქმნის წყალმცენარეებითა და სოკოვანი დაბინძურებისგან დამცავ, მაკონსერვირებელ აპკს
მასალის შემკვრელი
სინთეტიკური ფისის დისპერსია DIN 55 945-ის შესაბამისად.
შეფუთვა
5ლ, 10ლ
ფერი
ბაზა: ვერცხლისფერი მეტალიკი.
Metallocryl Exterior-ი გამოიყენება მხოლოდ შეფერადებულ მდგომარეობაში (კოლირებული) Metallocryl Exterior-ის კოლირება ხდება მანქანური მეთოდით ColorExpress-ის სისტემაში არსებული “CD Metallocryl”-ის ფერთა კოლექციის ფერებით, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა მოხდეს ფერთა აცდენა. ასევე, შუალედური დაფარვისთვის გამოყენებული Amphibolin- იც უნდა შეფერადდეს შესაბამისი ფერით.Metallocryl Exterior-ისათვის დამახასიათებელი ლითონური თვისებების გამო შესაძლოა მოხდეს ფერის აცდენა და მეტალის ტონი არ დაემთხვეს ორიგინალს. ამიტომ სასურველია თავდაპირველად სასინჯი ფენის დატანა საცდელ ზედაპირზე. Metallocryl Exterior-ი გამოიყენება მხოლოდ შეფერადებულ მდგომარეობაში (კოლირებული).
სიპრიალის ხარისხი
აბრეშუმისებრი ბზინავი
შენახვის პირობები
შეინახეთ გრილ პირობებში, მოარიდეთ ყინვას.
ტექნიკური პარამეტრი
■ სიმკვრივე: დაახლოებით 1,15 გ/სმ3