Marmorino Effekt II

დამცავი, დეკორატიული ბათქაში - ინტერიერის დეკორატიული გაფორმებისთვის. ქმნის მინერალური ზედაპირის ეფექტის მქონე დანაფარს.


დანიშნულება

ბათქაში - საშუალო ფაქტურის და რელიეფური დანაფარების შესაქმნელად. ბუნებრივი და თანამედროვე მინერალური ზედაპირების ეფექტით, მაგალითად: ბუნებრივი ქვა და მთის ქანები, ცემენტი, ბეტონი, ტრავერტინი, კირქვა, ქვიშაქვა, ტუფი და სხვა.

გამოყენების სფეროები: სკოლები, საავადმყოფოები, საბავშვო ბაღები, საოფისე შენობები, რესტორნები, ჰოლები, კვების ობიექტები და საწარმოები, საცხოვრებელი და სამეურნეო ფართები და სხვა.

თვისებები

  • კარგად მკვრივდება და შესანიშნავად პრიალდება
  • მარტივად დაიტანება და მარტივად ფორმირდება ფაქტურა
  • სხვადასხვა ფერთა ტონის იდეალური შეერთება
  • ოპტიმალურად დაბალანსებული ღია სამუშაო დრო
  • შესაძლებელი სხვადასხვა დატანის მეთოდების გამოყენება
  • მშრალი და სველი ფენების პოლირების შესაძლებლობა

შეფუთვა

თეთრი ბაზა ColorExpress-ის კოლირების სისტემისთვის: 7 კგ, 14 კგ.

ფერი

მასალა მიეწოდება თეთრი სახით და შეიძლება გამოყენებულ იქნას კოლირების გარეშე.
პროდუქტი არის საბაზისო მასალა და ამიტომ მისი შეფერადება სასურველ ფერში მხოლოდ ColorExpress-ის სისტემის აპარატით არის შესაძლებელი. ფერზე დაყენებული პროდუქტი დატანამდე უნდა შეედაროს სასურველ ფერს, რათა გამორიცხულ იქნას ფერთა სხვაობა. ერთი ზედაპირის ღებვისას გამოიყენეთ იდენტური წარმოების სერიის მქონე პროდუქტი.

სიპრილის ხარისხი

დამოკიდებულია მასალის დატანის მეთოდზე.

ტექნიკური პარამეტრები

სიპრიალის ხარისხი: მქრქალი, აბრეშუმისებრი მქრქალი (დატანის მეთოდისა და პოლირების ხარისხის მიხედვით).

  • სიმჭიდროვე: დაახლ. 1,73 გ/სმ³.
  • მაქსიმალური ნაწილაკების ზომა: 0,5 მმ.