- www.caparol.ge
- მარკირება
- DesinfektionsMittel
სადეზინფექციო საშუალებების მიმართ მედეგი
ეს მარკირება ნიშნავს, რომ პროდუქტი ან ზედაპირი, რომელსაც აღნიშნული ნიშანი გააჩნია, დაზიანებას არ განიცდის დეზინფექციის საშუალებებთან შეხებისას. პროდუქტი ან ზედაპირი ინარჩუნებს, თავის ფიზიკურ სტრუქტურას, გარე იერსახეს და ფუნქციურ თვისებებს, მიუხედავად რეგულარული დეზინფექციისა. ნიშანი ხშირად შეგხვდებათ კაპაროლის შიდა სივრცის საღებავებსა და დანაფარებზე, რაც მიუთითებს, რომ ისინი შესაფერისია ისეთი სივრცეებისთვის, სადაც რეგულარული დეზინფექცია აუცილებელია – მაგალითად: სამედიცინო დაწესებულებები, ლაბორატორიები, სკოლები, საზოგადოებრივი სივრცეები და ა.შ.
მითითება ეტიკეტზე: „შესაბამისად RM-შემოწმების ანგარიშის № 2012/260-1“ არის დამოწმებული ლაბორატორიული ტესტის ანგარიში, რომელიც ადასტურებს პროდუქტზე აღნიშნული თვისების არსებობას. აღნიშნული ნომერი წარმოადგენს კონკრეტულ შედეგიანად გავლილ ტესტს, რომელიც ჩატარდა პროფესიულ პირობებში. ეს ნიშანი გვთავაზობს გარანტიას, რომ პროდუქტი გამოყენებადია ჰიგიენურად სენსიტიურ გარემოში, რადგან ის არ ზიანდება და არ კარგავს თავის თვისებებს დეზინფექციის საშუალებების ზემოქმედებით.