დატანის მეთოდები და გამოყენების პირობები

ეს მარკირება,  ხშირად გვხვდება კაპაროლის მსგავსი მწარმოებლების მიერ წარმოებულ პროდუქტებზე, როგორიცაა საღებავები.

სიმბოლოზე ფუნჯის და სამღებრო გორგოლაჭის პიქტოგრამა მიუთითებს, რომ პროდუქტის წასმა შესაძლებელია ფუნჯით ან სამღებრო გორგოლაჭით.

თერმომეტრის პიქტოგრამა - ტემპერატურის დიაპაზონით ნიშნავს შემდეგს: თერმომეტრი, რომელზეც აღნიშნულია „მაქს. 30°C“ და „მინ. 5°C“, მიუთითებს პროდუქტის დატანის და გამოყენების დროს რეკომენდებულ ტემპერატურულ დიაპაზონზე. ეს ნიშნავს, რომ პროდუქტის გამოყენებისას და შრობის პროცესში,  ჰაერისა და ზედაპირის მინიმალური ტემპერატურა უნდა იყოს  +5°C და მაქსიმუმალური 30°C.