პროდუქტები

Capalac AllGrund

სწრაფად შრობადი საგრუნავტი მასალა არომატის გარეშე, შესანიშნავი ადჰეზიური თვისებებით.


დანიშნულება

გამოიყენება როგორც ადჰეზიური, სწრაფად შრობადი საგრუნტავი საფარი, კოროზიისაგან სრულფასოვანი დაცვით, რკინისა და ფოლადის ზედაპირებისთვის. ასევე როგორც ადჰეზიური საგრუნტავი საფარი ალუმინის, სპილენძის, თუთიის, მყარი პოლივინილქლორიდის, ხის და ხისგან ნაწარმოები მასალის ზედაპირებზე.

თვისებები

  • სრულფასოვანი დაცვა კოროზიისგან რკინისა და ფოლადის ზედაპირებისთვის
  • სწრაფად შრობადი: 3-დან (თეთრი და ღია ტონები) 6 (ინტენსიური ტონები) საათამდე
  • შესაძლებელია დაიფაროს ნებისმიერი ლაქით ალკიდური ფისის ბაზაზე
  • შესანიშნავი ადჰეზია მრავალ ზედაპირზე
  • ატმოსფერული მოვლენების მიმართ მედეგი
  • არომატების გარეშე

მასალის შემკვრელი

ხელოვნური ფისების სპეციალური კომბინაცია, აქტიური პიგმენტებით კოროზიისგან დაცვისთვის და უსუნო გამხსნელებით.

შეფუთვა

  • სტანდარტული ფერები: 125 მლ, 376 მლ, 750 მლ, 2.5 ლ, 10 ლ.
  • ColorExpress: 500 მლ, 1.0ლ, 2.5 ლ, 10 ლ.

ფერი

თეთრი, შავი.

სუფთა თეთრი RAL 9010, წითელი ოქსიდი RAL 3009, მწვანე რეზედა RAL 6011, მოვერცხლიდფრო ნაცრისფერი RAL 7001, მოკაკლისფრო ყავისფერი RAL 8011, შავი RAL 9005. დამატებით ColorExpress - ის სისტემის ფერთა კოლექციაში არსებულ სხვა
ფერებში.
სუსტი დაფარვის მქონე ფერების (წითელი, ნარინჯისფერი, ყვითელი) გამოყენებისას გირჩევთ ფერის შესაბამისი საგრუნტავი ფენის დატანას. Capalac Allgrund-ის შეფერადება შესაძლებელია საგრუნტავი სისტემის ფერებში, ColorExpress-
ის შეფერადების ტექნიკით.

სიპრიალის ხარისხი

აბრეშუმისებრი-მქრქალი

შენახვის პირობები

შეინახეთ გრილ პირობებში, მჭიდროდ თავდახურულ მდგომარეობაში.

ტექნიკური პარამეტრები

  • სიმკვრივე: დაახლ. 1,27–1,33 გ/სმ3 , ფერის შესაბამისად.