პროდუქტები

Caparol Samtex 20

პრიალა ლატექსური საღებავი დიდი დატვირთვების მქონე, შიდა ზედაპირებისათვის. რეცხვამედეგობის კლასი 1.


დანიშნულება

ინტერიერის ზედაპირებზე, გლუვი, პრიალა და ელეგანტური დანაფარების შესაქმნელად. მაღალი მედეგობის გამო განსაკუთრებით გამოსადეგია დიდი დატვირთვების მქონე ზედაპირებისათვის. საღებავის თხელი ფენა პრიალა ეფექტით ხაზს უსვამს მასალის სტრუქტურას და ჩინებულია სტრუქტურული, რელიეფური, ტვიფრული და შუშა-შპალერების დასაფარად. მავნე ემისიებისა და გამხსნელების გარეშე. კარგად ირეცხება და მედეგია სადეზინფექციო საშუალებების მიმართ.

გამოყენების სფეროები

სკოლები, საბავშვო ბაღები, საოფისე შენობები, რესტორნები, სამედიცინო დაწესებულებები, ჰოლები.

თვისებები

  • წყალში ხსნადი, ეკოლოგიური, მინიმალური სუნით
  • გამხსნელებისა და მავნე გამონაყოფებისაგან თავისუფალი (E.L.F.)
  • სითეთრის მაღალი ხარისხი
  • კარგი დაფარვისუნარიანობა
  • დიფუზიური
  • მადეზინფიცირებელი და საყოფაცხოვრებო საშუალებების მიმართ მედეგი
  • მარტივი მოხმარებისათვის

მასალის შემკვრელი

სილიკონის ფისის ემულსია.

შეფუთვა

  • ბაზა 1 (თეთრი): 1.25ლ. 2.5 ლ, 5 ლ, 10 ლ, 15 ლ.
  • ბაზა 2 (შეფერადების შემდგომ): 1.25ლ. 2.5 ლ, 5 ლ, 10 ლ.
  • ბაზა 3 (შეფერადების შემდგომ): 1.25ლ. 2.5 ლ, 5 ლ, 10 ლ.

ფერი

ბაზა 1 თეთრი, შესაძლებელია გამოვიყენოთ შეფერადების გარეშე
ბაზა 2 და 3 გამჭვირვალე, გამოიყენება მხოლოდ შეფერადების შემდეგ.

Samtex 20  ბაზა 1 კოლირდება ხელით CaparolColor და AVA ფერთა კოლექციების
ყველა ტონებში. ფერთა სხვაობის (აჭრელება) თავიდან ასაცილებლად ხელით
შეფერადებისას საჭიროა საღებავის მთლიანი რაოდენობა იქნას ერთმანეთში გულდასმით
შერეული. 100 ლიტრის, ან მეტი ოდენობის საღებავის ფერზე დაყენებისას შესაძლებელია
პროდუქტის ქარხნული წესით შეფერადება.

Samtex 20  კოლირდება მანქანური მეთოდით ColorExpress-ის სისტემის CaparolColor,
Caparol 3D, NCS, Panorama, RAL და ფერთა სხვა კოლექციების ყველა ტონებში. ინტენსიურ
და სუფთა ტონებს, მაგალითად: ყვითელი, ნარინჯისფერი, წითელი და ა.შ., გააჩნია ნაკლები
დაფარვისუნარიანობა. რეკომენდებულია შუალედური ფენის დატანა შესაბამის პასტელურ
ტონში, პიგმენტირებული თეთრი საღებავის ბაზაზე (ბაზა 1). შესაძლებელია საჭირო გახდეს
განმეორებითი, დამასრულებელი ფენის დატანა.

სიპრიალის ხარისხი

პრიალა

შენახვის პირობები

შეინახეთ გრილ ადგილას, მოარიდეთ ყინვას.

ტექნიკური პარამეტრები

  • რეცხვამედეგობა: კლასი 1, “რეცხვამედეგი” DIN EN 13 300-ის თანახმად
  • კონტრასტობის ხარისხი (დაფარვისუნარიანობა): კლასი 2, 7მ2/ლ ან 170 მლ/მ2
  • ნაწილაკების მაქსიმალური (grit) ზომა: თხელი (<100 μm)
  • სიმკვრივე: დაახლოებით 1.4 გ/სმ3

შენიშვნა

შეფერადების შემთხვევაში შესაძლოა მოხდეს ტექნიკური პარამეტრების უმნიშვნელო
ცვლილება.