პროდუქტები

Caparol Samtex 3

ღრმად მქრქალი ლატექსური საღებავი ინტერიერისათვის, გამხსნელებისა და მავნე ნივთიერებების გარეშე.


დანიშნულება

მოხეხვის მიმართ მედეგი, ზედაპირების სტრუქტურის შემანარჩუნებელი საღებავი - გლუვი, მქრქალი და ელეგანტური დანაფარების შესაქმნელად. საუკეთესოდ გამოდგება სტრუქტურული, რელიეფური, ტვიფრული და შუშა-შპალერის დასაფარად. მავნე ემისიებისა და გამხსნელების გარეშე. სამუშაოების და შრობის დროს არ გამოიყოფა ჯანმრთელობისათვის მავნე ნივთიერებები.

გამოყენების სფეროები

სკოლები, საბავშვო ბაღები, საოფისე შენობები, რესტორნები, სამედიცინო დაწესებულებები.

თვისებები

  • წყალდისპერსიული, ეკოლოგიური, მინიმალური სუნით
  • გამხსნელებისა და მავნე გამონაყოფებისაგან თავისუფალი
  • სითეთრის მაღალი ხარისხი
  • კარგი ფარვის უნარი
  • ორთქლგამტარი
  • მარტივი მოხმარებისათვის

მასალის შემკვრელი

ხელოვნური ფისის დისპერსია.

შეფუთვის ზომები

  • ბაზა 1:2,5 ლ;  5ლ; 10ლ; 15 ლ.
  • გამჭვირვალე ბაზები: 2 და 3 შეფერადების  შემდეგ: 2,5ლ; 5ლ; 10ლ.

ფერი

  • ბაზა 1 (თეთრი):  შესაძლებელია შეფერადების  (კოლირების) გარეშე გამოყენება.
  • ბაზები 2 და 3 (გამჭვირვალე): გამოიყენება მხოლოდ შეფერადების  შემდეგ.

Samtex 3  ბაზა 1.  დასაშვებია  დამოუკიდებლად შეფერადება  საღებავების - CaparolColor ან  AVA დამატებით.დამოუკიდებელი შეფერადებისას ფერის ტონის აცდენის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია აურიოთ მთელი საღებავი. ერთი ფერის საღებავის 100 ლ. და მეტის დაკვეთის, ან მოთხოვნის შემთხვევაში საღებავების კოლერება ხდება ქარხანაში

Samtex 3 . კოლირდება მანქანური მეთოდით ColorExpress-ის სისტემით CaparolColor, Caparol 3D, NCS, Panorama, RAL და ფერთა სხვა კოლექციების ყველა ტონებში.ინტენსიურ და სუფთა ტონებს, მაგალითად: ყვითელი, ნარინჯისფერი, წითელი და ა.შ., გააჩნია ნაკლები დაფარვისუნარიანობა. რეკომენდებულია შუალედური ფენის დატანა შესაბამის პასტელურ ტონში, პიგმენტირებული თეთრი საღებავის ბაზაზე (ბაზა 1). შესაძლებელია საჭირო გახდეს განმეორებითი, დამასრულებელი  ფენის დატანა.

სიპრიალის ხარისხი

ღრმად მქრქალი 

შენახვის პირობები

შეინახეთ გრილ პირობებში, მოარიდეთ ყინვას.

ტექნიკური პარამეტრები

  • ნაწილაკების მაქსიმალური (grit) ზომა: <100 мкм, S1
  • სიმკვრივე: დაახლოებით 1.5 გ/სმ3