Skip navigation
კონფიდენციალურობა
კონფიდენციალურობა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ვებ-გვერდის: www.caparol.ge მესაკუთრე და მასზე პასუხისმგებელი არის - გერმანული ფირმათა ჯგუფი DAW SE-ს საწარმო და მისი წარმომადგენლობა საქართველოში კომპანია შპს. „კაპაროლ ჯორჯია“.

 

1. პერსონალური მონაცემი

გერმანიული ფირმათა ჯგუფი: DAW SE იცავს პერსონალური ინფორმაციის უსაფრთხოებას და კონფიდენციალობას. მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული, ლეგიტიმური მიზნებისათვის მონაცემთა დაცვის შესახებ ევროკავშირის ძირითადი დადგენილების (DSGVO) და ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით.

 

2. პერსონალური მონაცემების შეგროვება და დამუშავება

პერსონალური მონაცემი გულისხმობს ნებისმიერ ინფორმაციას, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ – კერძოდ ეს შეიძლება იყოს სახელი და გვარი, საიდენტიფიკაციო ნომერი, ადგილსამყოფელი და ა.შ.

 

3. პირადი მონაცემების დამუშავების სამართლებრივი საფუძველი

პერსონალური მონაცემების დამუშავების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლი და მონაცემთა დაცვის შესახებ ევროკავშირის ძირითადი დადგენილების (DSGVO) მე-6 მუხლი, რომელის მიხედვითაც მონაცემთა დამუშავების საფუძველს წარმოადგენს სუბიექტის თანხმობა. ასევე, მონაცემთა დამუშავება დასაშვებია მაშინ, როდესაც მონაცემთა დამუშავება საჭიროა ხელშეკრულების ან წინასახელშეკრულებო ღონისძიებების შესასრულებლად ან როდესაც მონაცემთა დამუშავება საჭიროა დაკისრებული ვალდებულებების შესასრულებლად. ასევე იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი პირის ან სხვა ფიზიკური პირის საციცოცხლო ინტერესები საჭიროს ხდის პერსონალური მონაცემების დამუშავებას და როდესაც მონაცემთა დამუშავება საჭიროა საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე არსებული ამოცანების შესრულებისთვის.

 

4. მონაცემების შენახვა და უსაფრთხოება

მონაცემთა სუბიექტის პირადი მონაცემები წაიშლება ან დაიბლოკება, როგორც კი შენახვის მიზანი აღარ იარსებებს. მონაცემების შენახვა ასევე შეიძლება მოხდეს, თუ ეს გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით, ევროკავშირის რეგულაციებით, კანონებით ან სხვა დებულებებით, რომელსაც ექვემდებარება პასუხისმგებელი პირი. ასევე აღსანიშნავია, რომ მონაცემები დაიბლოკება ან წაიშლება, თუკი აღნიშნული სტანდარტებით დადგენილი შენახვის ვადა ამოიწურება.

 

5. წვდომა ჩვენს ვებ-გვერდეზე

ინტერნეტ-მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდზე www.caparol.ge ყოველი შესვლისას და რომელიმე ფაილის გახსნისას ხდება ავტომატურად მონაცემების დროებით დამახსოვრება და გადამუშავება. შესაბამისად ხდება შემდეგი მონაცემების მოპოვება:

  • ინფორმაცია ბრაუზერის ტიპისა და გამოყენებული ვერსიის შესახებ
  • მომხმარებლის ოპერაციული სისტემა
  • მომხმარებლის ინტერნეტ მომსახურების პროვაიდერი
  • მომხმარებლის IP მისამართი
  • ვებ-გვერდზე წვდომის თარიღი და დრო
  • ვებსაიტები, რომლებზეც შემოდის მომხმარებლის სისტემა ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით

 

6. მონაცემთა დამუშავების მიზანი

სისტემის მიერ IP მისამართის დროებითი შენახვა უზრუნველყოფის, ტექნიკური გამართულობის და ხარვეზების პრევენციას. ჩვენს ვებ-გვერდზე წვდომისას ზემოთ ჩამოთვლილი მონაცემები ავტომატურად მუშავდება.

  • მონაცემთა შენახვის ვადა

თქვენი თანხმობა არის ლეგიტიმური საფუძველი მიზნობრივი რეკლამირებისთვის განკუთვნილი ქუქი ფაილების დასამუშავებლად.  თქვენ აძლევთ თანხმობას თქვენი ბრაუზერის პარამეტრების დაყენებით იმ პერიოდზე, რომელიც მითითებულია ქვემოთ თითოეული სახის მარკეტინგული ქუქისთვის. თქვენ შეგიძლიათ გააუქმოთ თანხმობა  მონაცემების მარკეტინგული მიზნებისთვის დამუშავების შესახებ ნებისმიერ დროს, თქვენი ბრაუზერის პარამეტრების შეცვლით.

 

7. Cookies

Cookies: ეს არის მცირე ზომის ტექსტური ფაილი, რომლსაც ვებ-გვერდი თქვენი სტუმრობისას თქვენსავე კომპიუტერში ან სხვა რომელიმე ტექნიკურ მოწყობილობაში ინახავს. ჩვენ ვიყენებთ Cookies-ფაილებს, რათა გავხადოთ ჩვენი ვებ-გვერდის გამოყენება უფრო კომფორტული. ჩვენ ვიყენებთ ქუქი ბანერს, რათა მოვიპოვოთ თქვენი თანხმობა მონაცემების შეგროვებასთან დაკავშირებით. ნებართვის გაცემა ძალიან მარტივია. როდესაც დაინახავთ ქუქი ბანერს, დააჭირეთ ღილაკს „მიღება“ ან გააგრძელეთ ბრაუზერში მუშაობა

მომხმარებელი სრულად აკონტროლებს აღნიშნული ფაილების გამოყენებას. მათი აღიარება ჩვენი ვებ-გვერდის გამოყენებისას სავალდებულო არაა. თუ არ გსურთ, რომ Cookies-ფაილების შენახვა მოხდეს თქვენს მოწყობილობაში, შეგიძლიათ თქვენი ბრაუზერის შესაბამისი ფუნქციის დახმარებით მოახდინოთ მათი დეაქტივაცია. ბრაუზერში დამახსოვრებული Cookies-ფაილების წაშლა ნებისმიერდროს შეგიძლიათ.

 

8. მონაცემთა სუბიექტის უფლებები

  • ინფორმაციის მოთხოვნა – მონაცემთა დაცვის შესახებ ევროკავშირის ძირითადი დადგენილების (DSGVO) 15 მუხლის და ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის 15 მუხლის მიხედვით მოითხოვოს ინფორმაცია მონაცემთა დამუშავების თაობაზე. მომხმარებელს შეუძლია, მოითხოვოს შემდეგი ინფორმაცია: რა მონაცემები მუშავდება მის შესახებ; მონაცემთა დამუშავების მიზანი; მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძველი;
  • შესწორების უფლება – მონაცემთა დაცვის შესახებ ევროკავშირის ძირითადი დადგენილების (DSGVO) 16 მუხლის და ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის 15 მუხლის მიხედვით მომხმარებელს უფლება აქვს, მოითხოვოს მის შესახებ არსებული მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, იმ შემთხვევაში, თუ ისინი არის არასრული, არაზუსტი, არ არის განახლებული ან მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ.
  • წაშლის უფლება – მონაცემთა დაცვის შესახებ ევროკავშირის ძირითადი დადგენილების (DSGVO) 17 მუხლის და ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის 15 მუხლის მიხედვით მომხმარებელს უფლება აქვს, მოითხოვოს მის შესახებ არსებული მონაცემების დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება იმ შემთხვევაში, თუ ისინი არის არასრული, არაზუსტი, არ არის განახლებული ან მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ.
  • თანხმობაზე უარი – მონაცემთა დაცვის შესახებ ევროკავშირის ძირითადი დადგენილების (DSGVO)21 მუხლის და ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის 25 მუხლის მიხედვით მომხმარებელს უფლება აქვს, განმარტების გარეშე ნებისმიერ დროს განაცხადოს უარი მის მიერ მიცემულ თანხმობაზე და მოითხოვოს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა ან/და დამუშავებულ მონაცემთა განადგურება (თუ არ არსებობს მონაცემთა დამუშავების სხვა საფუძველი)
  • გასაჩივრების უფლება – მონაცემთა დაცვის შესახებ ევროკავშირის ძირითადი დადგენილების (DSGVO) 77-ე მუხლის და ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მიხედვით მომხმარებელს აქვს გასაჩივრების უფლება. თუ მომხმარებელი თვლის, რომ მონაცემთა დამუშავება არ შეესაბამება კანონით დადგენილ წესებს, შეუძლია მიმართოს თბილისის საქალაქო სასამართლოს.

 

9. მონაცემების მესამე პირებზე გადაცემა

შეგროვებული პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაცია კონფიდენციალურია და მომხმარებლის მონაცემები მესამე პირებს არ გადაეცემათ უნებართვოდ, გარდა იმ შემთხვევისა როდესაც შეიძლება არსებობდეს კანონიერი საფუძველი. მომხმარებლის მონაცემები ინახება და შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ შიდა გამოყენებისთვის, ღონისძიებათა ორგანიზებისა და მათი განხორციელების ლეგიტიმური მიზნებისთვის - მაგალითად: თქვენი ინფორმაცია შესაძლოა გადავცეთ ჩვენთან აფილირებულ პირებს, რომლებსაც ჩვენი პორტალის ან სერვისების მეშვეობით მოპოვებულ თქვენს პერსონალურ მონაცემებზე წვდომა აქვთ, ასევე გააჩნიათ ამ მონაცემების კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება.

ასევე ჩვენ ვიყენებთ კომპანია Google -ის ანალიტიკურ ქუქი ინსტრუმენტს ქსელის კონკრეტული სექციების საჭიროებებზე მორგებისა და ტესტირების მიზნით.  აღნიშნული ტექნოლოგიით,  ჩვენ შეგვიძლია ვებ-გვერდის მორგება კონკრეტულად თქვენს საჭიროებებზე, შემდეგ კი შემოწმება, თუ რამდენად მარტივია ამგვარად  პერსონალიზულ ქსელში ნავიგაცია და ინფორმაციის მოძიება.

ასევე, ჩვენ მიერ თქვენი ინფორმაცია შესაძლოა გადაეცეს სახელმწიფო ორგანოებს ან ერთეულებს, მარეგულირებელ ორგანოებს ან ნებისმიერ სხვა პირს, მოქმედი კანონმდებლობის, რეგულაციების, სასამართლო განჩინების ან ოფიციალური მოთხოვნის, სახელმწიფო მარეგულირებელი ორგანოს გამოცემული გაიდლაინის საფუძველზე და მიზნების შესაბამისად ან მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე წარმართული ნებისმიერი მსგავსი პროცესის საფუძველზე

 

10. რა უნდა გაითვალისწინოთ, როდესაც მონაცემებს ინტერნეტის მეშვეობით აგზავნით?

მიიჩნევა, რომ ინტერნეტი არ წარმოადგენს დაცულ გარემოს, და ინფორმაციაზე, რომელსაც ინტერნეტის მეშვეობით იგზავნება (მაგალითად ჩვენი პორტალის და სერვისების ან ელექტრონული შეტყობინების სისტემის გამოყენებით) შესაძლოა არასანქცირებული წვდომა მოიპოვონ მესამე პირებმა, რამაც, შესაძლებელია, გამოიწვიოს ინფორმაციის გამჟღავნება, ინფორმაციის შემცველი მასალის ცვლილება ან სხვა ტექნიკური შეცდომა. იმის მიუხედავად, იმყოფებიან თუ არა ინფორმაციის გამგზავნიც და მისი მიმღებიც ერთი და იმავე ქვეყანაში, ინტერნეტის მეშვეობით გაგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა გადაიცეს საერთაშორისო საზღვრების მიღმა და შესაძლებელია აღმოჩნდეს ისეთ ქვეყანაში, სადაც თქვენი ქვეყნისგან განსხვავებით, პერსონალური მონაცემების დაცვისათვის სუსტი მექანიზმები არსებობს.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ჩვენ არ ვაგებთ პასუხს თქვენი ინფორმაციის უსაფრთხოებაზე იმ ეტაპზე, როდესაც ეს ინფორმაცია ინტერნეტის მეშვეობით ჩვენთვის გადაცემის მდგომარეობაში იმყოფება. იმისათვის, რომ დაიცვათ თქვენი მონაცემების კონფიდენციალურობა, გვსურს შეგახსენოთ, რომ თქვენ შეგიძლიათ ჩვენთან კომუნიკაციისათვის აირჩიოთ ის მეთოდი, რომელსაც შესაფერისად მიიჩნევთ.

 

11. საავტორო უფლებები

ის მასალა, რომელიც თქვენთვის ხელმისაწვდომი სერვისებით სარგებლობის განმავლობაში ხდება, მათ შორის და არა მხოლოდ საინფორმაციო ან/და ანალიტიკური სტატიები, აუდიო-ფოტო-ვიდეო მასალები, ილუსტრაციები ან სხვადასხვა საშუალებებით გამოქვეყნებული მულტიმედია ფაილები, განკუთვნილია თქვენი პერსონალური, არაკომერციული გამოყენებისთვის. კონტენტი დაცულია საავტორო უფლებებით, წარმოადგენს ჩვენს-ს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტს და მათზე სრულად ვრცელდება ჩვენი საკუთრების, საავტორო და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა თანმდევი ქონებრივი და არაქონებრივი უფლება.

კონტენტი, ასევე, შესაძლებელია წარმოადგენდეს მესამე პირების ინტელექტუალური საკუთრების ობიექტს, თუ ეს, კონტენტის გამოქვეყნებასთან ერთად, პირდაპირ არის მითითებული.

აკრძალულია კონტენტის, მთლიანად ან ნაწილობრივ, გამოქვეყნება, რეპროდუცირება, დისტრიბუცია, შესრულება, მოდიფიცირება, გარდაქმნა, გადაცემა, შენახვა ან ნებისმიერი სხვა ფორმითა და საშუალებით ექსპლოატაცია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ჩვენ მიერ გაიცა წინასწარი თანხმობა ან ახალი ამბების/ახალი ამბების აგრეგატორი სერვისებისთვის — ლიცენზია, მსგავსი შინაარსის ქმედების შესრულებაზე. აკრძალვა არ ეხება კონტენტით სარგებლობას მხოლოდ პერსონალური, არაკომერციული გამოყენებისთვის.

ინტელექტუალური საკუთრების პატივისცემა, ჩვენთვის მხოლოდ ჩვენი საავტორო უფლებების დაცვით არ მთავრდება — თუ თქვენ თვლით, რომ თქვენი სასაქონლო ნიშანი ან ინტელექტუალური საკუთრების ობიექტი ჩვენს სერვისებში გამოყენებულია იმგვარად, რომ ასეთი გამოყენება, შესაძლოა, ჩაითვალოს საავტორო უფლების ხელყოფად, თქვენ ან თქვენს უფლებამოსილ წარმომადგენელს შესაძლებლობა გაქვთ ასეთი ფაქტის შესახებ გამოგვიგზავნოთ პრეტენზია ელფოსტაზე office@caparol.ge, სადაც აღგვიწერთ საავტორო უფლების დარღვევის ხასიათს და მოგვაწვდით ინფორმაციას საავტორო უფლების ობიექტზე და მის ავტორზე.

 

12. პასუხისმგებლობის შეზღუდვა

იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც ეს დასაშვებია საქართველოს კანონმდებლობით, ჩვენ ვიხსნით ყოველგვარ პასუხისმგებლობას ნებისმიერი შინაარსის განცხადებაზე, რომელსაც, შესაძლოა, შეიცავდეს კონტენტი.

კონტენტის შემადგენელი არცერთი კომპონენტი არ არის განკუთვნილი რაიმე კონკრეტული მიზნის მისაღწევად ან კონკრეტული პირების მოთხოვნების შესასრულებლად, თუ ამის შესახებ კონტენტს არ ერთვის სპეციალური მითითება. ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად, ჩვენ არ ვიქნებით  პასუხისმგებელი ნებისმიერ ზიანზე (ზარალზე), რომელიც, შესაძლოა, მოგადგეთ თქვენ ან/და ნებისმიერ მესამე პირს, კონტენტის ან მისი შემადგენელი ცალკეული კომპონენტის ნახვის, წაკითხვის, მოსმენის ან სხვაგვარად მათზე წვდომის მოპოვების საფუძველზე განხორციელებული ქმედების ან უმოქმედობის შედეგად.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვიღებთ ყველა გონივრულ ზომას და დავნერგეთ ყველა აუცილებელი მექანიზმი იმისთვის, რომ სერვისებზე თქვენი წვდომა იყოს მუდმივი, უწყვეტი და უსაფრთხო, ჩვენ არ ვიძლევით არანაირ გარანტიას, ამასთან დაკავშირებით. უფრო კონკრეტულად, ჩვენ არ ვიძლევით გარანტიას იმაზე, რომ სერვისებით ან მათი ცალკეული კომპონენტებით სარგებლობა იქნება კომპიუტერული ვირუსებისგან დაცული. მსგავსი სახის რისკებისგან თავდასაცავად, თქვენ უფლებამოსილი ხართ, მიიღოთ და დანერგოთ პრევენციისა და თავდაცვის ინდივიდუალური ზომები. ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას იმ ზიანზე (ზარალზე), რომელიც, შესაძლოა, სერვისებით სარგებლობის დროს კომპიუტერულმა დაინფიცირებამ ან პროგრამული ნაწილის ნებისმიერმა დესტრუქციულმა ელემენტმა გამოიწვიოს.

აგრეთვე, ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას იმ ზიანზე (ზარალზე), რომელიც, შესაძლოა, ჩვენი სერვისების ან მათი ცალკეული კომპონენტების შეფერხებით ან დაგვიანებით მოწოდებამ გამოიწვიოს.

 

13. ბმულები სხვა ვებ-გვერდებთან და კომერციული კონტენტი

სერვისებით სარგებლობისას, შესაძლოა, ბმულების გამოყენებით, ესტუმროთ ისეთ ვებგვერდებს, რომლებიც არ განეკუთვნება სერვისებს და მათ ოპერირებას მესამე პირები ახდენენ. ასეთი ვებ-გვერდები ჩვენი კონტროლის ქვეშ არ იმყოფება და ჩვენ არ ვართ ასეთ ვებ-გვერდების ხელმისაწვდომ ინფორმაციაზე, პროგრამულ უზრუნველყოფაზე ან/და სხვა სახის მასალებზე პასუხისმგებელი. მაშინ, როდესაც ჩვენ გთავაზობთ ბმულებს მესამე პირების ვებგვერდებთან ან/და კომერციული შინაარსის გრაფიკულ, ტექსტურ, ხმოვან ან აუდიო-ვიზუალურ კონტენტს (შემდგომში — კომერციული კონტენტი), ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ რეკომენდაციას ვუწევთ ამ ვებგვერდებზე ან/და კომერციული კონტენტით ან მათი მეშვეობით შემოთავაზებულ პროდუქტებს, მომსახურებებს, მოსაზრებებს, იდეებს ან ინფორმაციას. ამ ბმულების ან/და კომერციული კონტენტის გამოყენებისას თქვენ მოქმედებთ მხოლოდ თქვენივე რისკით და ჩვენ არ ვიღებთ არანაირ ვალდებულებას ან პასუხისმგებლობას ამ ვებგვერდების ან/და კომერციული კონტენტის შემცველობაზე, გამოყენებაზე ან ხელმისაწვდომობაზე. თუ თქვენ გადაწყვეტთ ისეთ ვებგვერდზე ან/და კომერციულ კონტენტზე გადასვლას, რომელიც ჩვენს კონტროლს არ ექვემდებარება, ჩვენ არ გაძლევთ არანაირ გარანტიას, პირდაპირს თუ ნაგულისხმევს, თქვენ მიერ ასეთი ვებგვერდის ან/და კომერციული კონტენტის გამოყენებასთან ან გამოყენების შეუძლებლობასთან დაკავშირებით, ვებგვერდის ან/და კომერციული კონტენტის შემცველობასთან დაკავშირებით, მათ შორის მის სისწორესთან, სისრულესთან, სანდოობასთან ან რაიმე კონკრეტული მიზნით ვარგისიანობასთან დაკავშირებით; ასევე, ჩვენ არ გაძლევთ გარანტიას, რომ ეს ვებგვერდი ან/და კომერციული კონტენტი, სრულად ან ნაწილობრივ, თავისუფალია ისეთი პრეტენზიებისგან, რომლებიც შეიძლება უკავშირდებოდეს საავტორო უფლებას, სავაჭრო ნიშანს ან მესამე პირების უფლებების სხვა დარღვევებს. ჩვენ ასევე არ ვიძლევით გარანტიას, რომ ასეთი ვებგვერდის ან/და კომერციული კონტენტის შემცველობა, სრულად ან ნაწილობრივ, თავისუფალია ვირუსებისგან ან სხვა სახის დამაზიანებელი ფაქტორებისგან. ჩვენ არ ვიძლევით გარანტიას ინტერნეტში არსებული დოკუმენტების ნამდვილობაზე. ჩვენ არ შეგვიმოწმებია ასეთი ვებგვერდების შემცველობის სინამდვილე, სისწორე, გონივრულობა, სანდოობა ან სისრულე.

 

14. კონფიდენციალურობა

სერვისებით სარგებლობით, თქვენ ადასტურებთ, რომ იცნობთ და სრულად ეთანხმებით პერსონალური მონაცემების შეგროვების, გამოყენების და გამჟღავნების პრაქტიკას, როგორც ეს განსაზღვრულია ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკით.

კონფიდენციალურობის პოლიტიკა განიხილება, როგორც წინამდებარე სარგებლობის წესების ინტეგრალური ნაწილი და მასზე სრულად ვრცელდება სარგებლობის წესებით გათვალისწინებული ყველა პირობა და დებულება.

 

15. ცვლილებები კონფიდენციალურობის ხელშეკრულებაში

ჩვენ უფლებას ვიტოვებთ, ჩვენი შეხედულებისამებრ, შევიტანოთ ცვლილებები ან დამატებები წინამდებარე სარგებლობის წესების დებულებებში ნებისმიერ დროს, თქვენთვის წინასწარი შეტყობინების გარეშე. მომავალში, კონფიდენციალურობის ხელშეკრულებაში შეტანილი ნებისმიერი ცვლილება გამოქვეყნდება ამ გვერდზე. თუ ხელშეკრულებაში მოხდება რაიმე მატერიალური ან არსებითი ცვლილება ჩვენ შეგატყობინებთ ვებ გვერდის, ელექტრონული ფოსტის ან სხვა საკომუნიკაციო არხების მეშვეობით.

 

16. სტატისტიკა

ჩვენ ვიყენებთ კომპანია Google -ის ანალიტიკურ ქუქი ინსტრუმენტს ქსელის კონკრეტული სექციების საჭიროებებზე მორგებისა და ტესტირების მიზნით.  აღნიშნული ტექნოლოგიით,  ჩვენ შეგვიძლია ვებ-გვერდის მორგება კონკრეტულად თქვენს საჭიროებებზე, შემდეგ კი შემოწმება, თუ რამდენად მარტივია ამგვარად  პერსონალიზულ ქსელში ნავიგაცია და ინფორმაციის მოძიება.

Googly Analitics არეგისტრირებს უნიკალურ ID-ს, რომელიც გამოიყენება სტატისტიკური მონაცემების გენერირებისთვის, თუ როგორ იყენებს ვებ-გვერდს ვიზიტორი. საჭიროების შემთხვევაში გადასცემს IP მისამართს Google სერვერზე აშშ-ში.

  • შენახვის ვადა - 2 წელი
  • სახეობა - HTTP Cookie