
- www.caparol.ge
- DISBON
- ბეტონის ფასადი
DisboCRET® - ბეტონის მოპირკეთება და დაცვა
წარმოგიდგენთ DISBON-ის ბეტონის დაცვის სისტემას: DisboCRET®-ს! ჩვენ გთავაზობთ ბეტონის დაცვის სისტემას, რომლის მეშვეობითა ხანგრძლივად შენარჩუნებული იქნება ბეტონის ზედაპირის ხარისხიც და იერსახეც. გააძლიერეთ ბეტონის დამცავი ფუნქცია!
საბაზისო სისტემა 1: გამჭვირვალე
საბაზისო სისტემა 1 - არის ზედაპირის გამჭვირვალე, ჰიდროფობიური დამუშავება, რომელიც ამცირებს ბეტონის ზედაპირში კაპილარული წყლის შეწოვას და აუმჯობესებს გაყინვა-დათბობის მიმართ მედეგობას. ზედაპირის დაცვა ამ სისტემის გამოყენებით არის შედარებით მარტივი გამოსავალი, რომელიც ხშირად გამოიყენება ხელუხლებელი ბეტონის კონსტრუქციებზე - მათი ექსპლუატაციის ვადის გასაგრძელებლად. ამ სისტემის მთავარი უპირატესობა ის არის, რომ ბეტონის ზედაპირი არ იცვლის თავის იერსახეს, მაგრამ ეფექტურად აფერხებს წყლის შეღწევადობას.
Disboxan 450
Fassadenschutz
წყალდისპერსიული კონცენტრირებული გამჟღენთი, ფასადზე არსებული კლინკერის და სილიკატური აგურის, ქვიშაქვის, ბეტონის, ფაქტურული ბეტონის ბლოკებისთვის, ასევე მინერალური ბათქაშების და დანაფარების ჰიდროიზოლაციისათვის.
- წყალში ხსნადი
- სუსტი არომატის მქონე, ეკოლოგიურად უსაფრთხო
- ამცირებს წყლის შესრუტვას ზედაპირზე
- ზრდის ყინვისადმი და მარილებისადმი მედეგობას
- ამცირებს ზედაპირზე ხავსის და სოკოს წარმოშობის რისკს
- არ წარმოქმნის აპკს
- ღია დიფუზურობის უნარით
- ულტრაიისფერი სხივებისა და ტუტეებისადმი მედეგი
- სწრაფად შრობადი
- შესაძლებელია დაიფაროს Disbocret-ის დამცავი ფენით


საბაზისო სისტემა 2: ნახევრად გამჭვირვალე
საბაზისო სისტემა 2 გაძლევთ საშუალებას ბეტონის ზედაპირზე დაიტანოთ უფერო და გამჭირვალე აკრილის დანაფარები. საბაზისო 1 სისტემისგან განსხვავებით, აქ ბეტონზე დაიტანება აბკის წარმომქმნელი ფენა, რომელიც არა მხოლოდ ამცირებს წყლის შეღწევადობას, არამედ იცავს კარბონაციისგან. არათანაბარი ბეტონის ზედაპირები, როგორიცაა ნაწილობრივ გარემონტებული ადგილები, შეიძლება ვიზუალურად გამოსწორდეს უბრალოდ შეღებვით. ამრიგად, სისტემა უზრუნველყოფს ბეტონის მაქსიმალურ დაცვას, მისი დამახასიათებელი იერსახის შელახვის გარეშე.
DisboCRET® 535
1K-Acryl-Betonlasur
ბეტონის ლაზური გარე სამუშაოებისთვის და ასევე, როგორც გამჭვირვალე დამცავი დანაფარი. გამხსნელების გარეშე.
- ატმოსფერული მოვლენებისადმი მედეგი
- ტუტეების მიმართ მედეგი
- ულტრაიისფერი სხივებისადმი (UV) მედეგი
- მარტივად წმენდადი
- სწრაფი გაშრობა
- იცავს კოროზიული დაზიანებისგან
- ორთქლდიფუზიური
- აფერხებს მავნე აირებს CO2-ისა და SO2-ის მიმართ


საბაზისო სისტემა 3: მფარავი
გარდა წყლის შეღწევადობისა, სისტემა 3 ასევე ამცირებს იმ ნივთიერებების შეღწევას, რომლებიც აფუჭებენ ბეტონის ზედაპირს და არმატურის ფოლადს და იცავს ბეტონს კარბონაციისგან. სისტემის სტრუქტურა შედგება ჰიდროფობიური დამუშავებისა და CO2 ემისიის მაინჰიბირებელი საფარისგან. ფორები და ღრუები რჩება ხილული, მაგრამ ჰიდროფობიური დამუშავება ეფექტურად იცავს ბეტონს ტენიანობის შეღწევისგან. სისტემა ხშირად გამოიყენება ხელუხლებელი ბეტონის ზედაპირებზე და საუკეთესოდ გამოდგება ბზარების დასაფარად.
DisboCRET 515
1K-Acryl-Betonanstrich
უკიდურესად მაღალი დაფარვის უნარის მქონე, მაღალი ხარისხის ბეტონის დამცავი საღებავი. საუკეთესოდ გამოდგება ბზარების დასაფარად.
- ატმოსფერული მოვლენებისადმი მედეგი
- ტუტეების მიმართ მედეგი
- ულტრაიისფერი სხივებისადმი (UV) მედეგი
- ბზარების დამფარავი (ბზარის სიღრმე < 0,1 მმ.)
- ორთქლდიფუზიური
- აფერხებს მავნე აირებს CO2-ისა და SO2-ის მიმართ
- ზრდის ყინვისადმი და მარილებისადმი მედეგობას

