გამოტოვე ნავიგაცია

Histolith

არქიტექტორულ მემკვიდრეობაზე ზრუნვა

 

ისტორიული ფერები არქიტექტორულ მემკვიდრეობაზე ზრუნვის მიმართულებით: "Histolith"-ის ფერების ბარათების სისტემა Caparol-თან, სახელმწიფო მემკვიდრეობის ოფისებთან, რესტავრატორებთან და მუნიციპალური ძეგლების დაცვის  ხელმძღვანელობასთან თანამშრომლობის შედეგია. 360 ზე მეტი ისტორიულ-არქიტექტურული ფერი - სპეციალისტებისთვის ოპტიმალური დიზაინის შექმნის შესაძლებლობა, არქიტექტურული მემკვიდრეობისა და ძველი შენობა-ნაგებობების რესტავრაციისთვის - აერთიანებს არქიტექტურულ სტილსა და დომინირებულ ფერებს. ფერები იქმნებიან შუქმედეგი, მინერალური პიგმენტებისგან. ფერების ბარათები ისტორიული შენობების რესტავრაციის ქრომატულ მონაცემებზე დაყრდნობით შემუშავდა და შემდეგ, ფერად მარაოში ინტეგრირდა.

ფერები დახარისხებულია:

  • 10 სრული ფერი;
  • 20 თეთრი ჩრდილი;
  • 49 პიგმენტური სერია, თითოეული დასაწყისში სრულად დაბურული ფერით და სიკაშკაშის ათამდე დონე.

ფერების დასახელებები შეირჩა ცნობილი პიგმენტების აღნიშვნებისა და მასალების სახელების მიხედვით. ფერების დასახელებები, ელფერის დონე, მატრიცული LCH ხარისხი, შერევადობა სხვადასხვა შემკვრელ სისტემებში და საორიენტაციო დეტალები განთავსებულია ბარათების  საპირისპირო მხარეს. Histolith ფერის ბარათები ხელმისაწვდომია ფერის მარაო-პალიტრაზე ან ფერების საქაღალდეში. ორივე ვერსია შეიცავს ზუსტად ერთსა და იმავე ინფორმაციას ფერისა და წარმოშობის შესახებ.

Histolith ფერთა მარაო

მშენებლობის ყოველდღიური საქმიანობისთვის - პრაქტიკული ფორმატი 21 სმ x 5 სმ. ზოლზე მაქსიმუმ ორი ფერით.

Histolith ფერების საქაღალდე

მომხმარებელთათვის, მაღალხარისხიანი პრეზენტაციების ჩასატარებლად - ორივე საქაღალდე შეიცავს A5  ზომის ინდივიდუალურად შერეულ ფერებს.