შავი
შავი

Paint It Black

ტრენდული სივრცეები - შავი სივრცეებია!

შავი - ეს განცხადებაა! მისი გამოყენება მოითხოვს გამბედაობას, ყველაზე მსუბუქი თეთრისგან განსხვავებით და ის შეგნებულად გამოიყენება. შავი დიდი ხნის მანძილზე განიხილებოდა, როგორც  ახალგაზრდობის, პროტესტის და აჯანყების გამოხატულებად. ახალგაზრდებისთვის სწორედ შავი კედლების ნეგატიური თვისებებია მიმზიდველი, გამომწვევი და განსხვაბული ჩვეულებრივი გემოვნებისგან. ახლა შავი ყველასთვის ტრენდული ფერია - ის გამომწვევია და ამავე დროს მოკრძალებული, ნათელ და ხმაურიან სამყაროში. შავი ფერის ინტერიერში გამოყენება სულ უფრო მეტად პოპულარული ხდება, რაც გასაკვირია, რადგან ადრე შავი ოთახები პირქუშად ითვლებოდა. ახლა შავი კედლები - ელეგანტურობის სიმბოლოა. 

 

შავი აქცენტი

ხშირად გხვდება სივრცეებში მხოლოდ ერთი შავი კედელი - მუქი ფერი ოპტიკურად ზღუდავს სივრცეს და თვალი ახდენს ფოკუსირებას. ამიტომ ისეთ სივრცეებში სადაც ადამიანების ყურადღების გამახვილებაა საჭირო, იყენებენ ამ ხერხს.

შავი ან ძალიან მუქი კედლები იდეალური ფონია ბრტყელი ეკრანებისთვის - კედლის დაბალი კონტრასტის გამო, ეკრანი კარგავს დომინირებას და არ აღიქმება როგორც "შავი ხვრელი".