- www.caparol.ge
- კომპანიის შესახებ

გერმანიაში კაპაროლი სამშენებლო საღებავების სფეროს ლიდერია. ამასთანავე, ევროპის მასშტაბით, ბრენდი - კარგად ცნობილი "ზოლებიანი სპილო"- ს ლოგოთი, ამ სფეროში უმსხვილეს საწარმოეებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელია. ჩვენთან თქვენ აღმოაჩენთ ყველაფერს რაც გჭირდებათ: მაღალი ხარისხის საღებავებს, ლაქებს, ლაზურებს , ბათქაშებს გარე და შიდა სამუშაოებისთვის. ასევე: ენერგოდაზოგვის თერმოსაიზოლაციო კომპოზიტურ სისტემებს (ETICS), აკუსტიკურ სისტემებსა და ნაგებობების დამცავ პროდუქტებს, იატაკის დანაფარებს, კოროზიისაგან დამცავ და ბეტონის სამუშაოებისათვის საჭირო მასალებს. პროდუქციის ფართო ასორტიმენტი, რომელიც შენობას გარეგნულ იერსახეს უნარჩუნებს და შენობების მოსაპირკეთებელი მასალები - ხელმისაწვდომია 300-ზე მეტ პარტნიორ გაყიდვის ობიექტში, შესაძლოა თქვენს მეზობლადაც კი.
გარდა ამისა, ჩვენ გთავაზობთ უამრავ სხვა მომსახურებას მღებავებს და მებათქაშეებს, საღებავებით ბითუმად მოვაჭრეებს, დამპროექტებლებსა და სამშენებლო ინდუსტრიით დაინტერესებულ პირებს: ფერთა გამასა და ფერთა კომბინაციებს, კონსულტაციებს მასალების თაობაზე, ციფრულ მომსახურებასა და ტექნიკურ საკონსულტაციო მხარდაჭერას სამღებრო სამუშაოებთან და სამშენებლო ტერიოტორიაზე საქმიანობასთან დაკავშირებით. ასევე პროფესიული განვითარებისთვის საჭირო სხვადასხვა შეთავაზებებს.