პროდუქტები

Sylitol® Minera

კვარცის საგრუნტი მასალა და საბოლოო საფარი სილიკატურ ბაზაზე, გარე და შიდა სამუშაოებისთვის,
DIN 18363 სტანდარტის შესაბამისად.


დანიშნულება

კარგი შემავსებელი უნარის მქონე, სტრუქტურის გამათანაბრებელი და ბზარების
შემავსებელი საფარი გარე და შიდა სამუშაოებისთვის. გამნოიყენება საგრუნტი, შუალედური
და საბოლოო ფენებისთვის.
Sylitol® Minera გამოიყენება როგორც ადჰეზიური საგრუნტი მასალა ქიმიურად
გასუფთავებული ძველი ზედაპირებისთვის, როგორც საგრუნტი ფენა შემდგომი სილიკატური
დანაფარებისთვის ან ბათქაშებში მცირე დეფექტებისა და ბზარების შესასწორებლად,
შემდგომში Sylitol® სერიის საღებავებითა და ბათქაშებით დასაფარად.
შიდა სივრცეებში გამოიყენება როგორც წმინდა სტრუქტურის მქონე შუალედური ფენა
კრეატიული სილიკატური ლაზურით დაფარვის შემთხვევაში. Sylitol® Minera გამოდგება
ფოროვანი ბეტონის საკედლე ფილების ზედაპირის დასაცავად და აკმაყოფილებს ფოროვანი
ბეტონის მწარმოებლების ყველა მოთხოვნას.

თვისებები

■ გამხსნელების და დამარბილებლების გარეშე
■ ატმოსფერული ზემოქმედებისადმი მედეგი,
■ ბზარების შემავსებელი, შევსების მაღალი ხარისხით
■ სორბციის უნარიას მქონე
■ CO2-ის გამტარი
■ კარგი ადჰეზიის უნარი მინერალურ ზედაპირებზე
■ გარემოსთვის უსაფრთხო
■ არაწვადი, A2, DIN 4102-ს შესაბამისად
■ თავისუფალია ნივთიერებებისგან რომლებიც იწვევენ დანისვლის (fogging) ეფექტს

შეფუთვა

სტანდარტული შეფუთვა: 8, 22 კგ.

ფერი

თეთრი.

შეფერადება შესაძლებელია Histolith-Volltonfarbe-ს ფერების მაქსიმუმ 10%-
ის დამატებით. უფრო მაღალი შემცველობის შემთხვევაში შეუძლებელია სასურველი
სტრუქტურის მიღწევა. ფერის ტონში სხვაობის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია
შეურიოთ მთელი საღებავი.

ტექნიკური პარამეტრები

DIN EN 1062-ის მიხედვით:
■ ნაწილაკების მაქსიმალური (grit) ზომა: <1500 μm, S3
■ სიმკვრივე: დაახლოებით 1.7 გ/სმ3
■ მშრალი ფენის სისქე: 200-400 μm, E4
■ დიფუზიის კოეფიციენტი, ჰაერის ფენის სისქის ექვივალენტი sdH2O: <0,14მ (მაღალი) V1
■ წყალგამტარიანობა (w): ≤ 0,1 კგ/(მ2h1/2) (დაბალი) W3
■ ბზარების შევსები კლასი: 2 x 400 გ/მ² Sylitol ® Minera, კლასი: A1 (> 100 μm)