პროდუქტები

Capacryl PU-Gloss, PU-Satin

მაღალი ხარისხის, დაკაწვრისა და დარტყმების მიმართ მედეგი ლაქი პოლიურეთან-აკრილის ბაზაზე, ექსტერიერსა და ინტერიერში გამოსაყენებლად.


დანიშნულება

მაღალი ხარისხის ლაქი შუალედური და საბოლოო ფენებისთვის. ზუსტი ზომის მქონე დაგრუნტული ხის ელემენტების, დაგრუნტული მეტალის და მყარი პოლივინილქლორიდის (PVC) ზედაპირებისთვის. ექსტერიერსა და ინტერიერში გამოსაყენებლად. არ გამოიყენოთ თეთრი ფერის ტონალობები გამათბობელ რადიატორებზე, რადგან სითბომ შესაძლებელია გაყვითლება გამოიწვიოს (გამოიყენეთ Capacryl Heizkörperlack-ი).

თვისებები

■ წყალხსნადი
■ სუსტი სუნის მქონე
■ მარტივი დამუშავება
■ არა წებვადი
■ დაკაწვრის და დარტყმის მიმართ მედეგი
■ დიფუზიის უნარით
■ საყოფაცხოვრებო საწმენდი საშუალებების მიმართ მედეგი
■ სველი მოხეხვის კლასი1, DIN EN 13300 სტანდარტის შესაბამისად
■ გამოდგება ბავშვების სათამაშოებისთვის, DIN EN 71-3 სტანდარტის შესაბამისად
■ სადეზინფექციო საშუალებების მიმართ მედეგი

შემკვრელი

პოლიურეთან-აკრილის დისპერსია

შეფუთვა

■ სტანდარული ფერები:
375
* მხოლოდ თეთრი
■ ColorExpress:
375 მლ, 700 მლ, 2.4 ლ, 9.6 ლ.

ფერი

■ სტანდარტული ფერი PU-Gloss::
თეთრი
■ სტანდარტული ფერი PU-Satin:
თეთრი, RAL 1023; Ral 3000; RAL 5010; RAL 6002; RAL 7035; RAL 8003; RAL 9005
ColorExpress-სადგურების მეშვეობით შესაძლებელია შეფერადდეს 3D და სხვა კოლექციების
მრავალ ფერში.
Capacryl PU-Satin-ის ინტენსიური და მუქი ფერების გამოყენებისას შესაძლოა ზედაპირზე აღინიშნოს დროებითი პიგმენტური ცვეთა - ინტერიერში საჭიროა Capadur Parkett- und SiegelLack-ით საბოლოო გამჭვირვალე ფენის დატანა. სუსტი დაფარვის მქონე ფერების (წითელი, ნარინჯისფერი, ყვითელი) გამოყენებისას გირჩევთ ფერის შესაბამისი საგრუნტავი ფენის დატანას. Capacryl PU-Satin-ის და Gloss-ის, Capacryl Haftprimer-ის და Capacryl PU-Vorlack-ის შეფერადება შესაძლებელია საგრუნტავი სისტემის ფერებში, ColorExpress-ის შეფერადების ტექნიკით.

სიპრიალის ხარისხი

■ Capacryl PU-Gloss:
მბზინვარე
■ Capacryl PU-Satin:
აბრეშუმისებრი-მბზინვარე

შენახვის პირობები

შეინახეთ გრილ პირობებში,დაიცავით ყინვისაგან. ორიგინალურ შეფუთვაში ვარგისია 12 თვის მანძილზე.

ტექნიკური პარამეტრები

■ სიმკვრივე: დაახლ. 1,0–1,3 გ/სმ3 .