პროდუქტები

Capalac Effektlack

ორკომპონენტიანი ლაქი ალკიდური ფისის ბაზაზე, მეტალის და პერლამუტრის ეფექტით, ექსტერიერში და ინტერიერში შეფრქვევით დატანისთვის.


დანიშნულება

ელეგანტური, ეფექტური ლაქი მეტალის და პერლამუტრის ეფექტით. ზუსტი ზომის
მქონე ხის ელემენტების, მეტალის და მყარი პოლივინილქლორიდის (PVC) ზედაპირების
განსხვავებული დიზაინისთვის.

თვისებები

■ ძვირფასი, კეთილშობილი იერსახე
■ საყოფაცხოვრებო საწმენდი საშუალებების მიმართ მედეგი
■ ატმოსფერული მოვლენების და მზის სხივების მიმართ მედეგი
■ არომატების გარეშე

მასალის შემკვრელი

ხელოვნური ფისები უსუნო გამხსნელებით.

შეფუთვა

■ Capalac Effektlack მეტალიკი ვერცხლისფერ დაახლ. RAL 9006:
375 ml, 750 ml, 2,5 l
■ Capalac Effektlack მეტალიკი ოქროსფერი, სპილენძისფერი:
375 ml, 750 ml
■ Capalac mix Effektlack პერლამუტრისებრი-მბზინვარე:
800 ml. 2,0 l

ფერი

■ Capalac Effektlack მეტალიკი:
ოქროსფერი, ვერცხლისფერი დაახლ. RAL 9006, სპილენძი
■ Capalac Effektlack პერლამუტრისებრი-მბზინვარე:
ColorExpress-სადგურებით (Capalac mix): RAL 1035, RAL 1036, RAL 2013, RAL 3032, RAL
3033, RAL 4011, RAL 4012, RAL 5025, RAL 5026, RAL 6035, RAL 6036, RAL 7048, RAL
8029, RAL 9022, RAL 9023

სიპრიალის ხარისხი

■ Capalac Effektlack მეტალიკი ვერცხლისფერი დაახლ. RAL 9006:
მბზინვარე, აბრეშუმისებრი-მეტალიკი
■ Capalac Effektlack მეტალიკი ოქროსფერი, სპილენძისფერი:
მბზინვარე
■ Capalac Effektlack პარლამუტრისებრი-მბზივარე:
მბზინვარე

შენახვის პირობები

შეინახეთ გრილ პირობებში, მჭიდროდ თავდახურულ მდგომარეობაში.

ტექნიკური პარამეტრები

■ სიმკვრივე: დაახლ. 0,9–1,1 გ/სმ3 , ფერის შესაბამისად.