პროდუქტები

Capacryl Haftprimer

ადჰეზიური, წყალხსნადი საგრუნტავი მასალა აკრილის ბაზაზე. გარე და შიდა სივრცეებში გამოსაყენებლად.


დანიშნულება

გამოიყენება როგორც ადჰეზიური საგრუნტავი საფარი, ძველი საღებავით ან ლაქით
დაფარული, ხის, თუთიის, მყარი პოლივინილქროლიდის, ალუმინის, სპილენძის და სხვა
მრავალი კრიტიკული ზედაპირისთვის, აკრილის და ალკიდური ფისის ლაქებით შემდგომ
დაფარვამდე (არ გამოიყენოთ ალკიდური ფისის ლაქები მოთუთიებულ ზედაპირზე).

თვისებები

■ წყალხსნადი
■ გარემოსათვის უსაფრთხო
■ სწრაფად შრობადი
■ შესანიშნავი ადჰეზია მრავალ ზედაპირზე
■ დიფუზის უნარით
■ კარგად იშლიფება
■ გამოდგება საბავშვო სათამაშოებისთვის, DIN EN 71-3 სტანდარტის შესაბამისად

მასალის შემკვრელი

აკრილის დისპერსია

შეფუთვა

■ 375 მლ:
თეთრი, მოწითალო-ყავისფერი, მწვანე რეზედა RAL 6011
■ 750 მლ, 2.5 ლ:
თეთრი, მოწითალო-ყავისფერი, კაკლისფერი-ყავისფერი RAL 8011, მწვანე რეზედა RAL 6011,
მოვერცხლიდფრო ნაცრისფერი RAL 7001, შავი RAL 9005
■ 10 ლ:
თეთრი, მოწითალო-ყავისფერი, მწვანე რეზედა RAL 6011

ფერი

თეთრი, მოწითალო-ყავისფერი, მწვანე რეზედა RAL 6011, მოვერცხლიდფრო ნაცრისფერი
RAL 7001, კაკლისფერი-ყავისფერი RAL 8011, შავი RAL 9005.
დამატებით ColorExpress - ის სისტემის ფერთა კოლექციაში არსებულ სხვა ფერებში.
სუსტი დაფარვის მქონე ფერების (წითელი, ნარინჯისფერი, ყვითელი) გამოყენებისას
გირჩევთ ფერის შესაბამისი საგრუნტავი ფენის დატანას.
Capacryl Haftprimer-ის შეფერადება შესაძლებელია საგრუნტავი სისტემის ფერებში, ColorExpress-
ის შეფერადების ტექნიკით.

სიპრიალის ხარისხი

მქრქალი

შენახვის პირობები

შეინახეთ გრილ, ყინვისგან დაცულ პირობებში, ორიგინალურ შეფუთვაში ვარგისია 12 თვის
მანძილზე.

ტექნიკური პარამეტრები

■ სიმკვრივე: დაახლ. 1,5 გ/სმ3