პროდუქტები

Capadur Parkett- und SiegelLack

ერთკომპონენტიანი, გამჭვირვალე ლაქი პარკეტის, ხის და გალაქული ზედაპირებისთვის, ინტერიერში გამოსაყენებლად.


დანიშნულება

გამჭვირვალე საბოლოო ფენა პარკეტისა და კორპის იატაკებისთვის, საცხოვრებელ
სივრცეებში. გამოიყენება ასევე როგორც საბოლოო ფენა ლაქით და ლაზურით დაფარულ
ზედაპირებზე.

თვისებები

■ წყალხსნადი
■ ერთკომპონენტიანი
■ ძლიერ ცვეთამედეგი
■ კარგი შევსების უნარით
■ სწრაფად შრობადი
■ ელასტიური
■ საყოფაცხოვრებო საწმენდი საშუალებების მიმართ მედეგი
■ მარტივად სამუშაო დიდ ფართობებზეც კი
■ გამოსადეგია საბავშვო სათამაშოებისთვის, DIN EN 71-3 სტანდარტის შესაბამისად.

მასალის შემკვრელი

ერთკომპონენტიანი პოლიურეთანი, წყალში ხსნადი.

შეფუთვა

750 მლ, 2,5ლ, 10ლ

ფერი

გამჭვირვალე
თხევად მდგომარეობაში და წასმის პროცესში ლაქს აქვს რძისფერი შესახედაობა, თუმცა
გაშრობის შემდეგ თითქმის უფერული ხდება (თეთრ ზედაპირზე აღინიშნება ოდნავ
მოყვითალო ტონალობა).

სიპრიალის ხარისხი

მბზინავი, აბრეშუმისებრი-მქრქალი

შენახვის პირობები

შეინახეთ გრილ პირობებში, დაიცავით ყინვისგან.

მჭიდროდ თავდახურულ მდგომარეობაში.

ტექნიკური პარამეტრები

■ სიმკვრივე: დაახლოებით 1,0 გ/სმ3
■ მყარი სხეულების შემცველობა: დაახლ. წონის 30%