პროდუქტები

Capadur GreyWood

ექსტერიერში გამოსაყენებელი, წყალხსნადი ხის ლაზური პიგმენტების მაღალი შემცველობით. შერჩეული ნაცრისფერი ტონალობების მეშვეობით ახდენს მერქნის ბუნებრივი დაძველების იმიტაციას. სტაბილური, ნაწილობრივ სტაბილური და არასტაბილური ზომის მქონე ხის ელემენტებისთვის.


დანიშნულება

შერჩეული კეთილშობილი ნაცრისფერი ტონალობები ხის ზედაპირს ანიჭებს ბუნებრივად
და ერთგვაროვნად განაცრისფრების ეფექტს, რომელიც ბუნებაში, ხელსაყრელი პირობების
შემთხვევაში მრავალი წლის მანძილზე დაძველებით მიიღწევა.
უპირატეს გამოიყენების არეს წარმოადგენენ ხის ფასადები, რომლებმაც უნდა შეინარჩუნონ
ბუნებრივი იერსახე. ასევე შესაძლებელია სტაბილური ზომის მქონე ხის ელემენტების
(ფანჯრები, კარები), ნაწილობრივ სტაბილური ზომის მქონე ხის ელემენტების (დარაბები,
კოტითა და ღარით გადაბმული ხის მოლარტყვა, ფახვერკი და ა.შ.) და არასტაბილური ზომის
მქონე ხის ელემენტების (ღობე, ყავარი, აივნის მოაჯირი, პერგოლა და ა.შ.) დასაფარად.
მხოლოდ ექსტერიერში გამოსაყენებლად! (ფანჯრების და კარების შიდა მხარე წარმოადგენს
გამონაკლისს). Capadur GreyWood-ი აღჭურვილია სოკოებისაგან და წყალმცენარეებისაგან
დამცავი აპკით.
ბიოლოგიური დატვირთვებიდან გამომდინარე, უკიდურესად მაღალი რისკის მქონე
ხის მასალებზე (მაგ. ფიჭვის ფანერა, OSB-ს ფილები) უნდა გაითვალისწინოთ, რომ
შესაძლებელია სოკოების ხელახალი ინვაზია საექსპლუატაციო ვადის გასვლამდე.
არ გამოიყენება ნიადაგთან და წყალთან მუდმივი კონტაქტის მქონე ზედაპირებზე.

თვისებები

■ მდიდარი ნაცრისფერი ტონალობები პერლამუტრის პიგმენტების მეშვეობით
■ საუკეთესო დაცვა ულტრაიისფერი სხივებისაგან, ამრეკლავი პიგმენტების მეშვეობით
■ სოკოებისაგან დამცავი აპკით
■ მარტივად განახლებადი თხელფენოვანი ლაზური
■ წყალხსნადი
■ არა წებვადი
■ შეესაბამება VOC წესებს (2010)
■ არ იკეთებს ნაღვენთებს

მასალის შემკვრელი

აკრილის დისპერსია

შეფუთვა

750მლ, 5ლ.

ფერი

ColorExpress-სადგურების მეშვეობით შესაძლებელია შეფერადდეს შემდეგ ფერებში: Tyrol,
Toskana, Nordic, Forest, Outback, Island.
ფერი და მბზინვარება დამოკიდებულია დასამუშავებელი ხის ზედაპირზე, ფენების და
მასალის რაოდენობაზე.

სიპრიალის ხარისხი

აბრეშუმისებრი-მბზინვარე

შენახვის პირობები

გრილ, ყინვისადან დაცულ პირობებში, ორიგინალურ შეფუთვაში შენახვისას ვარგისია 24
თვის მანძილზე.

ტექნიკური პარამეტრები

■ სიმკვრივე: დაახლ. 1,0 გ/სმ3 .