პროდუქტები

Capadecor® ArteLasur

კედლის ლაზური, აკრილის ბაზაზე, თეთრი ნაწილაკებით.


დანიშნულება

სპეციალურად შექმნილი, მიმზიდველი კედლის ლაზური ინტერიერის კედლებზე გამოსაყენებლად. ლაზური შეიცავს ღია ფერის ნაწილაკებს, რომლებიც შეფერადებისას არ ირევა სხვა პიგმენტებში და ღია ფერის ზედაპირებზე წარმოქმნის მაღალი ხარისხის და განუმეორებელი შესახედაობის ეფექტებს.

თვისებები

■ წყალხსნადი, გარემოსთვის უსაფრთხო და უსუნო
■ სველი მოხეხვის კლასი 2
■ საიმედო დამუშავება
■ წყლის შემცველი სადეზინფექციო საშუალებების მიმართ მედეგი
■ შეფერადება ColorExpress-სისტემით

შემკვრელი

აკრილატის დისპერსია

შეფუთვა

2,5 ლ, 5 ლ.

ფერი

გამჭვირვალე, თეთრი ნაწილაკებით ArteLasur-ის შეფერადება შესაძლებელია ColorExpress-სისტემის ადაახლ. 350 ფერში, Caparol 3D-System plus-ზე დაყრდნობით. აქვე უნდა გაითვალისწინოთ, რომ ერთის მხრივ, ფერები არჩეული უნდა იქნას ColorExpress-სისტემის კოლექციიდან “CD ArteLasur”, ხოლო მეორეს მხრივ, ლაზურის ტონალობა, მისი თვისებების, დატანის მეთოდის, ფენის სისქის და ქვემდებარე ზედაპირის ფერიდან გამომდინარე, განსხვავებული იქნება ორიგინალური 3D ტონალობისგან. ლაზურის ფერი და სასურველი გამჭვირვალება დგინდება სასინჯი დატანით.

სიპრიალის ხარისხი

გაშრობის შემდეგ აბრეშუმისებრი-მქრქალი.

შენახვის პირობები

შეინახეთ გრილ, ყინვისგან დაცულ ადგილას. შეინახეთ მჭიდროდ დახურულ შეფუთვაში.

ტექნიკური პარამეტრები

■ სიმკვრივე: დაახლოებით 1.0 გ/სმ3