Skip navigation

Steigenberger Grandhotel & Spa Petersberg

კაპაროლის საღებავებით და ლაქებით, მთლიანად განახლებული სასტუმრო.

ბონის მახლობლად მდებარე Grandhotel Peterbergberg-მა არა მხოლოდ ბევრ გამოჩენილ ფიგურას უმასპინძლა - ის თავად მსოფლიო მასშტაბით ცნობილია. გერმანიის ერთადერთი სახელმწიფო სასტუმრო აღიმართა პეტერსბერგის მთაზე 1892 წელს. დედოფალი, ბილ კლინტონი, ნელსონ მანდელა, დალაი-ლამა, იაპონიის იმპერატორი და მრავალი სხვა, ამ სასტუმროს სტუმრები იყვნენ.

1990 წლიდან სასტუმროს - სასტუმროებისქსელი:Steigenberger-ი მართავს.მას შემდეგ იგი არ განახლებულა და ამიტომ 2019 წელს მოხდა მისი სრული განახლება და მოდერნიზაცია. უძრავი ქონების ფედერალურმა სააგენტომ, როგორც სასტუმროს მეპატრონემ, დაავალა კიოლნის არქიტექტურულ კომპანია Caspar-ს სარემონტო სამუშაოების ჩატარება. ამ კომპანიას მრავალ წლიანი გამოცდილება აქვს, ისტორიული შენობების და სასტუმროების სფეროში.

მაღალი ხარისხის პროდუქტები, საღებავის არომატის გარეშე

„გრანდ ჰოტელის“ ელეგანტური ატმოსფერო, მაღალი ხარისხის მასალების გამოყენების დამსახურებაა. ამიტომაც ზედაპირების დასამუშავებლად, არჩევანი კაპაროლის პროდუქტებზე გაკეთდა.

ინტერიერის სამღებრო სამუშაოები საზოგადოებრივ სივრცეებში, საკონფერენციო დარბაზებსა და სალონებში შესრულდა საღებავი: Indeko-plus - ით, მაღალ ხარისხიანი საღებავი რომელიც სწრაფად შრება, არ გააჩნია არომატი და არ შეიცავს კონსერვანტებს. სასტუმროს რემონტი  სასტუმროს მუშაობისას მიმდინარეობდა, ამიტომ სტუმრები არ უნდა შეწუხებულიყვნენ საღებავის არომატით. Indeko-plus-ი ასევე წყალდისპერსიული საღებავია, ამიტომ მასთან მუშაობა მარტივი და იოლია, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია - უზარმაზარ კედლებთან და ჭერთან მუშაობისას.

პრემიუმ ლაქი Capacryl PU Satin- ი, რომელიც გამოიყენეს სასტუმროს შესანიშნავ სამეჯლისო დარბაზში, იდეალურად შეეფერება დატვირთული სივრცეების ზედაპირებს. ლაქი რომელიც მედეგია სადეზინფექციო საშუალებების, დარტყმისა და ნაკაწრების მიმართ.

"შედეგი შთამბეჭდავია"

სასტუმროში ახლა 112 სასტუმრო ოთახია. მათ შორის 9 „ლიუქსი“. სასტუმროს განახლება 40 მილიონი ევრო დაჯდა. 2019 წლის სექტემბერში სასტუმროს სადღესასწაულო გალა გახსნა მოეწყო. ქრისტოფ კრუპმა, უძრავი ქონების ფედერალური სააგენტოს სპიკერმა, თავის გამოსვლაში ხაზგასმით აღნიშნა: ”მიზანი იყო პეტსბერგის სასტუმროს შეენარჩუნებინა მთელი თავისი ხიბლი, ისტორიული მნიშვნელობა და არქიტექტურული სილამაზე. შედეგი ნამდვილად შთამბეჭდავია! ”

გამოყენებული პროდუქტები: