ღვინის მაღაზია „Par Terre" , ლანდაუ

ღვინო კულტურული მემკვიდრეობაა - ამას არა მხოლოდ მეღვინეები ამბობენ. ღვინო ხომ რეგიონის ტიპურ თავისებურებებს ატარებს; მიკროკლიმატურ და ინდივიდუალურ მეღვინეურ ტრადიციებს.

ღვინის მაღაზია "Par Terre" ლანდაუში, მაღაზიაზე მეტად გალერეას წააგავს. მსოფლიოში განთქმული დიზაინერის მაიკელ მიხალსკის „designLab“-მა, ახალი ტიპის ღვინის საპრეზენტაციო კონცეფცია შეიმუშავა: ჩვეული ღვინის ბოთლების თაროების შექმნის ნაცვლად, ის აქცენტს პრეზენტაციის მინიმალიზმზე აკეთებს. ღია საპრეზენტაციო დარბაზში, ღვინო გამოდგმულია შუშის კლიმატურ კარადებში. ან კედელში გამოჭრილ, მოოქროვილ თაროებზე. ტრადიცია და ინოვაცია! ეს ის არის რაც ამ ღვინის მაღაზიას ახასიათებს.  

ფერის კომპოზიცია მხარს უჭერს ამ ელეგანტურ სწორხაზოვნობას - ის მსუბუქი და დახვეწილია. ღია ნაცრისფერი ჭერი გამოხატავს მიხალსკის კონცეფციას. მუხის პარკეტის და კედლის ფერთა თბილი ტონების გარდა, აქ მოცისფრო ანტრაციტის ტონებიც შეინიშნება. სწორედ ეს რბილი ნაცრისფერი ქმნის ატმოსფეროს გამოფენის დარბაზში.

პროექტის ავტორებმა დიდი ძალისხმევა გამოიჩინეს მბზინვარე ოქროსფერის რეალიზაციაში, რომელიც არ უნდა ყოფილიყო ოქროს ფოთლის ან ლითონის დახმარებით გაკეთებული. აქ საუბარი იყო იმაზე, რომ გარემოს ესთეტიკური ეფექტის შესაბამისობაში, ოქროს ტონი სრულყოფილად შერჩეული და განსაზღვრული ყოფილიყო. მიხალსკის ლაბორატორიამ კაპაროლს მიმართა და სრულყოფილი ოქროს ზედაპირებისთვის, დეკორატიული საღებავი Capadecor Metallocryl-ი იქნა შერჩეული. მისი მეტალის ეფექტით ეს საღებავი, ამ გამოწვევისთვის  საუკეთესო პროდუქტი აღმოჩნდა.

იმისათვის, რომ მომხიბლავი ოქროს ეფექტი ძალაში შევიდეს, ზედაპირის ზუსტი და სწორი მომზადება არის საჭირო -ზედაპირების საგრუნტი სამუშაოები პროდუქტით: CapaSol LF-ით იქნა შესრულებული და შემდგომ უნივერსალური საღებავი: Amphibolin-ით დაფარული.

გამოყენებული პროდუქტები: