ობიექტი: სასტუმრო - "Hyatt Regency", დიუსელდორფი - გერმანია

უმაღლესი კლასის სასტუმრო, გიგანტური შუშის ფასადები, თვალსაჩინო ადგილმდებარეობა, შთამბეჭდავად ექსტრავაგანტული ინტერიერის დიზაინი, 300-ზე მეტი ოთახი, 19 სართული და 175 სამუშაო ადგილი - შენობა, რომელიც აერთიანებს ყველა ამ თვისებასშეიქმნა 2010 წელს, დიუსელდორფის -მედენჰაფენში(ახალი მოდური უბანი). 5 ვარსკვლავიანი "Hyatt Regency"დგას მისი ტყუპისცალი, სარკისებურად არეკლილისაოფისე შენობის გვერდით, მდინარე რაინში მდებარე საყრდენზე, რომელიც უკავშირდება  ქალაქის ცენტრს საფეხმავლო ხიდით. რამდენიმე გამონაკლისის გარდა,ოთახებშიიატაკიდან - ჭერამდე იხსნება თვალწარმტაცი ხედი, პანორამული ფანჯრებიდან. ყველაფერ ამას ერთი დეტალი ემატება:"Hyatt Regency" -მა  2011 წელსვერცხლის სერთიფიკატი მიიღო,გერმანიის მდგრადი მშენებლობის საბჭოსგან (DGNB). ის პირველი სასტუმროა რომელსაც მიენიჭა ეს ჯილდო.

იქ, სადაც ძლიერი და ექსპრესიული არქიტექტურული ნიმუშები შთაბეჭდილებას გარედან ახდენს, შიგნით თბილი ფერები და გემოვნებიანი დიზაინი დომინირებს

ყველაფერი იწყება ლიფტების ზონიდან, სადაც ოთხი ლიფტის შესასვლელი შავი მარმარილოთია მოპირკეთებული, რაც ლიფტებს შორის არსებულ კაპაროლის - Capadecor Metallocryl INTERIOR-ის დეკორატიული დანაფარებით შესრულებულ კედლებს, უფრო ბზინვარეს და მომხიბვლელს ხდის. დისპერსიული, მეტალის პიგმენტებით გამდიდრებული საღებავის გამოყენება შესაძლებელია: ხის, მინა ბოჭკოვან და სტრუქტურულ ზედაპირებზე. Capadecor Metallocryl INTERIOR -ის გაზავება წყლით არის შესაძლებელი, აქვს სუსტი არომატი და არის ეკოლოგიურად სუფთა. 

უნაკლოდ შესრულებული კედელი

Q3 ხარისხით დამზადებული სასტუმრო ოთახების კედლები და ჭერი, კაპაროლის პრემიუმ კლასის საღებავით - CapaSilan- ით იქნა დაფარული. ეს საღებავი ამცირებს ემისიას, არ შეიცავს გამხსნელებს, წყალდისპერიულია და ცვეთამედეგი. CapaSilan-ი წარმოადგენს ინტერიერის საღებავების სრულიად ახალ თაობას, რომელიც საშუალებას იძლევა სრულად და თანაბრად დაიფაროს ზედაპირი, არასაკმარისი განათების პირობებშიც კი, ისე, რომ გადაბმის ადგილები საერთოდ არ იყოს შესამჩნევი.გამოიყენება დადგენილი სანიტარული ნორმების დაცვისას. შესაძლებელია აგრეთვე გამოყენულ იქნეს, როგორც სარემონტო საღებავი აკუსტიკური სისტემების და ბათქაშების დასაფარად.

კედლის საღებავები, რომლებიც ხანგრძლივი დროის მანძილზე ინარჩუნებენ პირველად იერსახეს

სასტუმროს დერეფნებიის ზონებია, რომლებიც ინტენსიურად არიან დატვირთულნი  სტუმრებითა და მომსახურე პერსონალით. ბარგი და დასუფთავების ურიკები ტოვებენ კვალს, რამაც შესაძლოა დიზაინის ესთეტიკას შეუშალოს ხელი. სწორედ ამიტომ, სასტუმრო "Hyatt Regency"-ში, ასეთი მაღალი მოთხოვნების მქონე სივრცეებისთვის განკუთვნილი კაპაროლის საღებავი - PremiumColor იქნა გამოყენებული. ამ პროდუქტის უპირატესობა გადაცარცვის ეფექტის შემცირებაა, ინტენსიური ფერების შემთხვევაშიც. ნაკლები ემისიის მქონე და გამხსნელების გარეშე საღებავი - PremiumColor-ი, მედეგია თხევადი საყოფაცხოვრებო საწმენდი საშუალებების მიმართ და კარგად ექვემდებარება წმენდას. ამ თვისებების წყალობით, ინტერიერის განახლების ინტერვალები საგრძნობლად იზრდება, რაც დადებით გავლენას ახდენს საექსპლატაციო ხარჯებზე და სტუმრის ხედვაზე - თუ როგორ აღიქვამს იგი სასტუმროს.

სწრაფი შესრულება

სასტუმროს პროექტის შემსრულებელი  კომპანია:  Woell-ის ტექნიკური დირექტორი - დიტერ ვიკერტი განმარტავს: „ პროექტი განხორციელდა სწრაფი ტემპით, ჩვენ მხოლოდ 8 თვე გვქონდა პროექტის შესასრულებლად და ამ პროცესში კაპაროლი ჩვენი საიმედო პარტნიორი გახდა. საღებავები, ლაქები, ემალები, ლაზურები, შენობის და ბეტონის დაცვა, ცეცხლგამძლე სარებავები  და რათქმაუნდა კაპაროლის თერმოიზოლაცია! ეს ის პროდუქტებია რომელიც ჩვენ "Hyatt Regency"-ის მშენებლობისას გამოვიყენეთ. მოხარულნი ვართ რომ ვენდეთ კაპაროლის პრეფესიონალიზმს და ხარისხს“. 
ამ კომპლიმენტს ემატება ასევე კაპაროლის Sylitol-ის საღებავი, რომელიც გამოყენებულ იქნა, სასტუმროში არსებულ ექსკლუზიურ „სპა-სალონში“.

გამოყენებული პროდუქტები:

Sylitol® Bio-Innenfarbe

PremiumColor

Capalac Seidenmatt-Buntlack

DisboPOX W 447 2K-EP