სასტუმრო/სანატორიუმი კურორტ Bad Salzhausen-ში, ჰესენი

ასზემეტიწლისწინ, ნიდდასრაიონისკურორტ „Bad Salzhausen“-ში მდებარე სასტუმრო სანატორიუმი (Kurhaushotel ), მაღალისაზოგადოებისთვის მთავარი შეხვედრის ადგილი იყო. დღესმხოლოდისტორიული საფოსტო ბარათებიგვახსენებს ამ პერიოდს. თუმცაეს ადგილი მალე, ტრენდული მისამართი გახდება ცენტრალურ ჰესენში. ჰანს-იურგენ ეკლჰარტს -  სანატორიუმის ახალი მფლობელს სურს, რომ ისტორიული 3 სართულიანი შენობა კვლავ რეგიონის სოციალურ ცენტრად აქციოს.

არქიტექტურული სტილის გათვალისწინებით, სანატორიუმის განახლება-რემონტის და ფერის კონცეფციის მეშვეობით, ახალი კეთილშობილური და სასიამოვნო გარემო შეიქმნა შენობის შიგნით.

ჰანს-იურგენ ეკლჰარტს, როგორც ნიდაში დაბადებულ ბიზნესმენს, ბევრი ლამაზი და პირადი მოგონება აკავშირებს  1826 წელს გეორგ მოლერის მიერ აშენებულ შენობასთან. მისთვის ნათელი იყო, რომ 49 ოთახიანი სასტუმროს ეკონომიკური მომავლის შესაქმნელად, დიდი ინვესტიციები იყო საჭირო. „სასტუმრო გამოიყურებოდა ისევე სტერილურად და მოსაწყენად, როგორც ქალაქის ჩვეულებრივი სახლი“-იხსენებს ის. „თუმცა როდესაც ჩვენ შიგნით შევედით, აღმოვაჩინეთ ძველებური დიდი სამი რადიატორი - წარმოუდგენელია!“.  ძველის და ისტორიულის შენარჩუნება და მაინც განახლება და ნაცრისფერი ფერების გაფერადება მისი მიზანი გახდა.

ახალ მფლობელს სურდა ნათელი, თანმიმდევრული ფერის კონცეფცია. სასტუმრო უნდა გამოჩნდეს თანამედროვე, დახვეწი და მიმზიდველი. დიზაინერი სტეფანი ლეჰმანი შთაგონებული იყო ვარდისფერი და ნაცრისფერი დახვეწილი გრანიტის იატაკით შესასვლელ დარბაზში და შეიმუშავა ამ დარბაზის გარშემო ოთახების კონცეფცია. თბილი კონტრასტი - გრილ ბუნებრივ ქვასთან. ავეჯი შექმნილია ყველა ოთახისთვის ინდივიდუალურად და ქსოვილები ასევე შერჩეულია ამ კონცეფციის შესაბამისად.

მისაღებ შესასვლელში მდგარი მძიმე ყავისფერი ტყავის ავეჯი ეხლა ვიტრაჟული კარადების მოპირდაპირედ დგას, საიდანაც სასმლის ბოთლებით სავსე ბარი მოჩანს და აღვიძებს სურვილს, საღამოს საათებში კვლავ აქ დროის გატარებას. როდესაც სინათლე კონიაკის ბოთლებს ანათებს, წარმოიქმნება საინტერესო ანარეკლები. ამ სივრცის ტონს, მეწამული ფერის ხალიჩების გარდა - ოქროსფერი სვეტები განსაზღვრავენ, რომლებიც კაპაროლის საღებავით Caparol Metallocryl-ის „3D Palazzo 160“-ფერშია შეღებილი. საერთო შთაბეჭდილება ამ დეტალების შედეგია: კეთილშობილური და  დახვეწილი.

ბარის ჭერის დეტალები და ფოიეში მდგარი სვეტები დაფარულია საღებავით: Caparol Metallocryl (ფერი:3D Palazzo 160). საგრუნტი სამუშაოები Caparol Amphibolin-ით იქნა ჩატარებული. ბარის ინტერიერის ფერი 3D Siena 5-ია (ყავისფერი), სხვა სივრცეებში კი 3D Siena 50 (ბეჟი). რესტორნის ბორდოსფერი ჭერის ფერი კი 3D Baccara 5-ია.

გამოყენებული პროდუქტები: