მაღალი კლასის რესტორანი „Autre Part", ლუქსემბურგი

კაპაროლმა ლუქსემბურგის რესტორანი უმაღლესი ხარისხის საღებავი CapaGold-ის მეშვეობით გაანათა

ოქროს კედელი, ტალღოვანი ფაქტურით რესტორან „Autre Part“-ში ყურადღებას იქცევს და აღრფთოვანებას იწვევს. თბილი ოქროსფერი მთელს სასადილო დარბაზის გაყოლებაზე ბზინავს და თანამედროვე რესტორანს კეთილშობილურ მბზინვარეობას მატებს. განათების ცვალებადობასთან ერთად, იცვლება ასევე კედლის ანარეკლებიც. რესტორნის მფლობელი რემო ბეი ამაყობს მიღწეული წარმატებით, რომელიც თავისი რესტორნის უჩვეულო დიზაინის მეშვეობით გახდა შესაძლებელი: „აქ უკეთესი ფერი არ შეიძლებოდა ყოფილიყო, ეს არის თბილი ყვითელი ოქროსფერის ტონი, რომელიც შორიდან ბზინავს როგორც ნამდვილი ოქრო. ზოგიერთი კლიენტი გვეკითხება; არის თუ არა კედელზე ნამდვილი ოქროს ფოთოლი გამოყენებული“.

მდიდრული იერსახე ძვირფასი ლითონის, ჰარმონიულად ერწყმება სხვა კედლებს, რომლებიც მუქი ანტრაციტის ფერებშია გაფორმებული. ღია კრემისფერი სავარძლები და სკამები, ამ ელეგანტურ გარემოს სიმყუდროვის შეგრძნებას მატებს. „დამკვეთს უნდოდა რაღაც განსაკუთრებული“. - იუწყება კაპაროლის სპეციალისტი ჰერბერტ ვეისკოფი. რესტორანი „Autre Part“ უნდა გამოირჩეოდეს  რეგიონის სხვა რესტორნებისგან. ამიტომ ვეისკოფმა ლუქსემბურგის დიზაინერულ კომპანიას: Reckinger Peinture & Décors, რომელსაც რესტორნის დიზაინი დაევალა, პროდუქტი: Capadecor CapaGold შესთავაზა. Capadecor CapaGold - კაპაროლის პრემიუმ კლასის პროდუქტია. ამ პროდუქტს სრულყოფილად შეუძლია ნამდვილი ოქროს იმიტაცია.

CapaGold - პირველი ფერია, რომელიც გამოიყურება როგორც ნამდვილი ოქრო, ან მოოქროვილი ზედაპირი. ეს  - ექსკლუზიური ოქროსფერი პიგმენტის მეშვეობით გახდა შესაძლებელი, რომელიც გარეულია მაღალხარისხიან აკრილის დისპერსიაში. „ის ფაქტი, რომ პიგმენტი თავისთავად ოქროსფერია ნიშნავს იმას, რომ  საღებავის შეფერადება აღარ არის საჭირო“ - განმარტავს მარკუს ვედელი, კაპაროლის დეკორატიული კედლების ტექნიკური მენეჯერი. გარდა ამისა, CapaGold- ში პიგმენტის შემცველობა უფრო მაღალია, ვიდრე სხვა ეფექტის მქონე საღებავებში. პროდუქტი ატმოსფერული მოვლენების მიმართ მედეგია, ამიტომ მისი გამოყენება როგორც ინტერიერში, ასევე ექსტერიერშიც შესაძლებელია. საღებავის დატანა თბოსაიზოლაციო სისტემებზეც კი არის შესაძლებელი. CapaGold-ი 2010 წელს ობერ-რამშდტადში შეიქმნა და მას მერე ამ პროდუქტზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება. დღესდღეისობით CapaGold– ის ეფექტის მქონე სხვა პროდუქტი არ არსებობს.

გრუნტირება და ფაქტურის მინიჭება

რათქმაუნდა ასეთი სრულყოფილი ოქროს ეფექტის მისაღებად, საჭიროა სწორი გრუნტირება და დამუშავება. ვინაიდან CapaGold არის ნახევრად გამჭვირვალე ეფექტის მქონე საფარი, დატანამდე საჭიროა Capadecor EffektGrund- ით დაგრუნტვა და დამუშავება. ეს სპეციალურად CapaGold-ისთვის შემუშავებული გრუნტია, რომლის ტონირებაც უნდა მოხდეს ფერში:GoldGrund.

საღებავისთვის ფაქტურის მინიჭება, შუქის რეფრაქციის შესაქმნელად არის საჭირო. მოციმციმე აბრეშუმის საფარის დამუშავება შესაძლებელია ძალზე კრეატიულად: CapaGold-ი შეგიძლიათ ადვილად შეავსოთ, გახეხოთ და დაიტანოთ სტრუქტურულ ზედაპირზე, როგორც შიდა, ისე გარე სამუშაოებისას. რაც უფრო უხეშია ზედაპირი, მით უფრო ერთგვაროვანია შედეგი. საღებავი შეიძლება დატანილი იქნას გორგოლაჭით გლუვ ზედაპირებზე, მაგრამ შემდეგ უნდა დამუშავდეს საბოლოო ტექნიკის გამოყენებით.

"Autre Part" - ისთვის, დურგალებმა დაამზადეს ტალღოვანი, პროფილური ხის კასეტური კედელი, რომელიც რამდენიმე - 40 და 50 სანტიმეტრიანი ხის ელემენტებით შეიქმნა. ეს ხის კედელი დაიგრუნტა Capalac Aqua Multiprimer – ით, ხის ნივთიერებების დასაბლოკად და ასე  შეიქმნა სრულყოფილი საფუძველი EffektGrund და CapaGold-ის საფარებისთვის.

გამოყენებული პროდუქტები:

ArteTwin Spezialkelle

Capadecor CapaGold

Capadecor EffektGrund

Capalac Aqua Multiprimer

MultiStruktur