გამოტოვე ნავიგაცია

კემპინსკის სასტუმროში განახლებული 4000 მ² ფართის ფასადი

ყველას, ვისაც ოდესმე სურდა ეცხოვრა, როგორც პრინცესას ან პრინცს, შეუძლია ამის გაკეთება კემპინსკის სასტუმრო „რეინჰარტჰაუზენი ციხესიმაგრე“-ში, რომელიც ერბახში მდებარეობს (გერმანია). სასტუმროს თავისი ვენახები და მეღვინეობა აქვს. მაინცისა და ფრანკფურტის მახლობლად მდებარე ისტორიულ ქალაქს საკმაოდ გრძელი ისტორია აქვს: დღევანდელი სასტუმროს ადგილას, ოდესღაც ერბახის რაინდების შტაბი იყო, რომლებიც 1189-1275 წლებში ამ რეგიონს მართავდნენ. 1801 წელს რაინდების შენობა განადგურებული იქნა და მის ადგილას აშენდა ციხესიმაგრე, ამჟამინდელი იერსახით. 1855 წელს პრუსიის პრინცესა მარიანამ, ნიდერლანდების მეფე ვილჰელმ I- ის ქალიშვილმა, ციხესიმაგრე შეიძინა. ამ სასტუმროს მდიდრულ ცხოვრებას დიდი ხნის ტრადიცია აქვს. 5 ვარსკვლავიანი, ისტორიულად ბრწყინვალე შენობის ცხოვრების ნაწილი - ხარისხი და მაღალი დონის კომფორტია. ზღაპრულ ადგილას - რაინის ნაპირებზე, ვენახების შუაგულში სტუმრებს ფანტასტიკური ხედი ეშლებათ, თავისი ოთახის ფანჯრებიდან - ციხესიმაგრის პარკზე.

თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ 41 ელეგანტურად გაწყობილი ოთახიდან და 22 ფართო ლუქსიდან. ზოგიერთ ოთახს თავისი საკუთარი „ჯაკუჟი“ და ბუხარი გააჩნია. აქ ყველა სივრცე ანტიკვარული ავეჯით არის მოწყობილი. „ველნესის“ და „სპა“ ზონები განტვირთვისთვის იზიდავენ. სამზარეულოში კულინარიის შედევრები იქმნება და რათქმაუნდა სახლის ღვინო ნამდვილად დაგემოვნებული უნდა იქნას.

ველური ღვინო და სურო ვარდი

ღვინო, უფრო ზუსტად ველური ღვინო და სურო ასევე იზრდება ფასადზე. ეს შეიძლება რომანტიკულად ჟღერდეს და პრინცესას ციხესიმაგრეს შეესაბამებოდეს, მაგრამ ფესვები ფასადის თაბაშირს აზიანებენ. ფასადი დაზიანებული იყო ასევე სოკოსა და ხავსით. წამყვან საღებავის მწარმოებელ კომპანია კაპაროლთან კონსულტაციის შემდეგ, სასტუმრო კემპინსკის მენეჯმენტმა გადაწყვიტა ფასადის შემოწმება. 4000 კვადრატული მეტრის ფასადის ზედაპირი უნდა განახლებულიყო ორ ეტაპად, ისე, რომ შემდგომ ფასადს დიდხანს შეენარჩუნებინა სისუფთავე. ტენდერში გამარჯვებული სამალიარო კომპანია „LadoBau“  აღმოჩნდა. ”მე ნამდვილად ბედნიერი ვიყავი, რომ შეკვეთა მივიღეთ და შევძელით მუშაობა ამ ცნობილ ობიექტთან. ჩვენ უკვე ვიმუშავეთ რამდენიმე ულამაზეს ობიექტთან, მაგრამ კემპინსკის სასტუმრო და ციხესიმაგრე, მთელი თავისი პრესტიჟით - ასეთ პროექტზე მუშაობა ნამდვილად უნიკალური გამოცდილებაა ”- ამბობს ალადინ ფილიჩია, რომელიც მამასა და ძმასთან ერთად ციხესიმაგრის განახლებაზე მუშაობდა.

ნანო კვარცული სტრუქტურა ზრუნავს ფასადის გრძელვადიან სისუფთავეზე

ფასადზე მცენარეების მოშორების შემდეგ, ფასადი საფუძვლიანად გაიწმინდა სოკოსა და ხავსისგან. შემდგომ ფასადზე გამოსწორებული იქნა მცირე დეფექტები. გასუფტავებულ ზედაპირებზე დატანილი იქნა: მიკრობიოციდური ხსნარი - Capatox, სოკოვანი  და წყალმცენარეებით  დაბინძურებული ზედაპირების  წინასწარი დამუშავებისთვის და მიკრობიოციდი FungiGrund-ი, რომელიც ასევე ემსახურებოდა ზედაპირის დაგრუნტვას. იმის უზრუნველსაყოფად, რომ ფასადი დიდხანს სუფთა და ბიოლოგიური დაბინძურებისგან დაცული დარჩება, მხოლოდ სპეციალური საღებავი იქნა შერჩეული. სილიკონის ფისოვანი საღებავი Thermosan-ს გააჩნია ჭუჭყისა და დაბინძურებისადმი მედეგობა. ორგანულად შეერთებული კვარცული ნანო-სტრუქტურები ქმნის განსაკუთრებით მყარ სამ განზომილებიან მესერს, რომელიც უძლიერესი მზის დასხივებისასაც არ რბილდება და ამიტომაც ზედაპირი არ იკრავს ჭუჭყს.

განახლებისთვის საუკეთესო დრო - სასტუმროს მუშაობის დროს

იმუშაო სასტუმროში, როდესაც სხვა იქ ისვენებს? ეს იყო მნიშვნელოვანი გამოწვევა შემსრულებელი კომპანიისთვის. პირობა იყო, რომ სტუმრებს რაც შეიძლება ნაკლებად უნდა შეხებოდათ სამუშაოები. ამიტომ დროის ჩარჩო ძალიან მჭირდო იყო: თუ შენობის უკანა მხარეს, სადაც სასტუმრო ოთახებია განთავსებული, ოთხი კვირა დასჭირდა, ციხესიმაგრის წინა მხარე ერთ კვირაში განახლდა

შედეგი შთამბეჭდავია: ციხესიმაგრე კიდევ ერთხელ წარადგენს თავს, სრულყოფილი ფასადით!

გამოყენებული პროდუქტები:

ThermoSan NQG