არქიტექტურული მემკვიდრეობა

სისტემური გადაწყვეტილებები ძეგლთა დაცვის მიმართულებით

ათწლეულების მანძილზე კარკასული კონსტრუქციების ხის ნაკეთობებზე გაჩენილი ბზარების ამოსავსებად სწორ, მაგრამ ძვირადღირებულ მეთოდებს იყენებდნენ. აქედან გამომდინარე, დროის დაზოგვის მიზნით, ათი მილიმეტრის სიგანის წყალგამტარი ბზარები ხშირად მუშავდებოდა სილიკონის ან აკრილის ჰერმეტული კომპაუნდით ან ქაფით და დუღაბით. თუმცა, ეს არ წარმოადგენდა დამაკმაყოფილებელ ალტერნატივას, რადგან, რამდენიმე წლის შემდეგ, შემავსებელი მასალები კვლავ ცვიოდა დაზიანებული ადგილებიდან.

ასეთი კატეგორიის ბზარების დასამუშავებლად, საუკეთესო გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 2008 წელს, Histolith-ის Sanopas-Holzrisspaste (ხის ნაკეთობებზე გაჩენილი ბზარების შემვსები) საშუალებით, რომელიც დამზადდა განახლებადი ნედლეულისა და სელის ზეთისგან - და დღემდე ბაზარზე მისი ანალოგი არ მოიპოვება.

ახლა კი, Sanopas-Holzrisspaste-თან ერთად, დამატებით წარმოგინდენთ  იდეალურ კომპლექტს - Histolith Kalk-Rissfüller (კირის ხსნარით დამზადებული შემავსებელი)- მობათქაშებულ ფასადებზე, ფილებს შორის, კარკასული კონსტრუქციის ხის ნაკეთობებზე გაჩენილი ბზარების დასახური საშუალება. შემვსები დამზადებულია განახლებადი ნედლეულისა და სელის ზეთისგან.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის  მიზნით, Histolith პროდუქცია დღითიდღე ვითარდება.