პროდუქტები

Capatect Leichtgrundputz 170

მსუბუქი ბათქაშის მშრალი ნარევი მინერალურ ბაზაზე, შიდა და გარე სამუშაოებისათვის.


გამოყენების სფეროები

მსუბუქი ბათქაშის მშრალი ნარევი ზედაპირების გასათანაბრებლად და ფოროვანი და მსუბუქი ბეტონის ზედაპირების მოსამზადებლად შემდეგი სამუშაოებისთვის. შიდა და გარე სამუშაოებისთვის.რეკომენდირებულია არქიტექტურული ძეგლების სარესტავრაციო სამუშაოების დროს გამოსაყენებლად.

თვისებები

  • რეზისტენტული შრობის ბზარების მიმართ (გაძლიერებული ბოჭკოვანი მინარევებით)
  • მარტივი დამუშავება
  • მაღალი ორთქლდიფუზიურობა (გამტარიანობა)
  • შემცირებული ხარჯი
  • კარგი მდგრადობა ატმოსფერული ზეგავლენის მიმართ
  • არ ითხოვს დამატებით არმირებას ერთგვაროვან ზედაპირებზე

შემადგენლობა

მინერალური შემკვრელების ნარევი (ცემენტი,კირი), მინერალური შემავსებლები, მოდიფიკატორები, ბოჭკოვანი მინარევები.

შეფუთვა

ტომრები 25კგ.

ფერი

ღია ნაცრისფერი.

შენახვის პირობები

შეინახეთ გრილ, მაგრამ ყინვისგან დაცულ ადგილას ორიგინალ შეფუთვაში. შენახვისას მოარიდეთ ტემპერატურის მკვეთრ ცვლილებებს და მაღალ ტენიანობას. შენახვის მინიმალური ვადა გაუხსნელ ორიგინალ შეფუთვაში დაახლ. 12 თვე.

ტექნიკური პარამეტრები

  • ორთქლ დიფუზიურობის კოეფიციენტი: არანაკლებ 0,07 მგ/(მ•სთ•პა)
  • ხსნარის ზედაპირთან მოჭიდების სიმტკიცე: დაახ. 0,5 მპა
  • მშრალი მასალის მოცულობითი სიმკვრივე: დაახლ. 1060 კგ/მ3
  • სიმტკიცე კუმშვისას: არანაკლებ 3,5 მპა
  • ყინვამედეგობის მარკირება: F150
  • ხსნარის საშუალო სიმკვრივე: დაახლ. 1295კგ/მ3