პროდუქტები

Capadur DecorLasur

გარემოსათვის უსაფრთხო, წყალხსნადი ხის ლაზური პოლიურეთანის ბაზაზე. ექსტერიერსა და ინტერიერში გამოსაყენებლად.


დანიშნულება

გამოიყენება სტაბილური ზომის მქონე ხის ელემენტების (ფანჯრები, კარები), ნაწილობრივ სტაბილური ზომის მქონე ხის ელემენტების (დარაბები, კოტითა და ღარით გადაბმული ხის მოლარტყვა, ფახვერკი და ა.შ.) და არასტაბილური ზომის მქონე ხის ელემენტების (ღობე, ყავარი, აივნის მოაჯირი, პერგოლა და ა.შ.) დასაფარად და დასაცავად, შიდა გარე სივრცეებში. ფილების მაგვარი მასალების (მაგ. მასიური ხის ფილები, საავეჯე ფანერის ფილები) დაფარვამდე გაითვალისწინეთ BFS-ინსტრუქცია Nr. 18 აბზ. 2.2.3 ff. ექსტერიერში გამოყენებისათვის Capadur DecorLasur-ი შესაძლებელია გაძლიერდეს Caparol-Fungizid-ით. რაც უზრუნველყოფს მერქნის დროებით დაცვას სოკოებისა და წყალმცენარეებისაგან. Caparol-Fungizid-ი მოქმედებს როგორც პრევენციული დამცავი აპკი. ბიოლოგიური დატვირთვებიდან გამომდინარე, უკიდურესად მაღალი რისკის მქონე ხის მასალებზე (მაგ. ფიჭვის ფანერა, OSB-ს ფილები) უნდა გაითვალისწინოთ, რომ შესაძლებელია სოკოების ხელახალი ინვაზია საექსპლუატაციო ვადის გასვლამდე. არ გამოიყენოთ Capadur DecorLasur-ი Caparol-Fungizid-თან ერთად ინტერიერსა და საბავშვო სათამაშოებზე.

თვისებები

  • წყალხსნადი
  • გარემოსათვის უსაფრთხო
  • არა წებვადი
  • დიფუზიის მაღალი უნარით
  • ძლიერად ელასტიური
  • გამოდგება ბავშვების სათამაშოებისთვის, DIN EN 71-3 სტანდარტის შესაბამისად

მასალის შემკვრელი

პოლიურეთან-აკრილის დისპერსია

შეფუთვა

  • სტანდარული ფერები: 750 მლ, 2,5 ლ, 5 ლ.
  • ColorExpress: 375 მლ, 750 მლ, 2,5 ლ, 5 ლ.

ფერი

  • სტანდარტული ფერები: გამჭვირვალე (Farblos), თეთრი (Weiß), ფიჭვი (Kiefer), მუხა (Eiche), მაჰაგონი (Mahagoni), თხილის ხე (Nussbaum), პალისანდრი (Palisander), ტექტონა (Teak), კაკალი (Walnuss),
  • ColorExpress-სადგურების (Capamix) მეშვეობით შესაძლებელია შეფერადდეს 3D კოლექციის 89 განსაკუთრებულ ფერში, ისევე როგორც სხვა კოლექციების მრავალ ფერში.

მითითება:
ზოგირთი ფერის გარე სივრცეში გამოყენება არ არის მიზანშეწონილი. ინფორმაციას ამის შესაახებ მიიღებთ ColorExpress სადგურების მეშვეობით. ექსტერიერში, გამჭვირვალე Capadur DecorLasur-ი გამოიყენება მხოლოდ როგორც საგრუნტი ფენა ფერადი ლაზური ქვეშ, ან საბოლოო ფენა მუქი ფერის ლაზურზე, რადგანაც სხვა შემთხვევაში ვერ ხდება ულტრაიისფერი სხივებისგან დაცვის  უზრუნველყოფა. არ გამოიყენოთ გამჭვირვალე ლაზური ღია ცის ქვეშ მდებარე ზედაპირებზე.განსაკუთრებულ ფერში ისევე როგორც სხვა კოლექციების მრავალ ფერში.

სიპრიალის ხარისხი

აბრეშუმისებრი-მბზინვარე
მბზინვარების ხარისხი დამოკიდებულია დასამუშავებელი ხის ზედაპირზე.

შენახვის პირობები

ორიგინალურ შეფუთვაში ვარგისია 12 თვის მანძილზე.

ტექნიკური პარამეტრები

  • სიმკვრივე: დაახლ. 1,05 გ/სმ3.
  • მყარი ნაწილაკების შემცველობა: დაახლ 35%