პროდუქტები

Sylitol® Minera

კვარცის საგრუნტი მასალა და საბოლოო საფარი სილიკატურ ბაზაზე, გარე და შიდა სამუშაოებისთვის, DIN 18363 სტანდარტის შესაბამისად.


დანიშნულება

კარგი შემავსებელი უნარის მქონე, სტრუქტურის გამათანაბრებელი და ბზარების შემავსებელი საფარი გარე და შიდა სამუშაოებისთვის. გამნოიყენება საგრუნტი, შუალედური და საბოლოო ფენებისთვის. Sylitol® Minera გამოიყენება როგორც ადჰეზიური საგრუნტი მასალა ქიმიურად გასუფთავებული ძველი ზედაპირებისთვის, როგორც საგრუნტი ფენა შემდგომი სილიკატური დანაფარებისთვის ან ბათქაშებში მცირე დეფექტებისა და ბზარების შესასწორებლად,
შემდგომში Sylitol® სერიის საღებავებითა და ბათქაშებით დასაფარად. შიდა სივრცეებში გამოიყენება როგორც წმინდა სტრუქტურის მქონე შუალედური ფენა კრეატიული სილიკატური ლაზურით დაფარვის შემთხვევაში. Sylitol® Minera გამოდგება ფოროვანი ბეტონის საკედლე ფილების ზედაპირის დასაცავად და აკმაყოფილებს ფოროვანი ბეტონის მწარმოებლების ყველა მოთხოვნას.

თვისებები

  • გამხსნელების და დამარბილებლების გარეშე
  • ატმოსფერული ზემოქმედებისადმი მედეგი
  • ბზარების შემავსებელი, შევსების მაღალი ხარისხით
  • სორბციის უნარიას მქონე
  • CO₂-ის გამტარი
  • კარგი ადჰეზიის უნარი მინერალურ ზედაპირებზე
  • გარემოსთვის უსაფრთხო
  • არაწვადი, A2, DIN 4102-ს შესაბამისად
  • თავისუფალია ნივთიერებებისგან რომლებიც იწვევენ დანისვლის (fogging) ეფექტს

მასალის შემკვრელი

კალიუმის თხევადი მინა (ნატრიუმის სილიკატი) ორგანული დანამატებით.

შეფუთვა

სტანდარტული შეფუთვა: 8, 22 კგ.

ფერი

თეთრი

შეფერადება შესაძლებელია Histolith-Volltonfarbe-ს ფერების მაქსიმუმ 10%-ის დამატებით. უფრო მაღალი შემცველობის შემთხვევაში შეუძლებელია სასურველი სტრუქტურის მიღწევა. ფერის ტონში სხვაობის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია შეურიოთ მთელი საღებავი.
Sylitol® Minera კოლერდება მანქანური მეთოდით ColorExpress-ის სისტემით ყველა ტონებში, ფერებზე, რომელთა სიღიავის ინდექსი არ აჭარბებს 70-ს. აპარატით შეფერადებისას, ფერზე დაყენებული პროდუქტი დატანამდე უნდა შეედაროს სასურველ ფერს, რათა გამორიცხულ იქნას ფერთა სხვაობა. ერთი ზედაპირის ღებვისას გამოიყენეთ იდენტური წარმოების სერიის მქონე პროდუქტი.
ფოროვანი ბეტონის დამუშავებისას სიღიავის ინდექსი უნდა აღემატებოდეს 40-ს. ინტენსიურ და სუფთა ტონებს, გააჩნია ნაკლები დაფარვისუნარიანობა. რეკომენდებულია შუალედური ფენის დატანა შესაბამის პასტელურ ტონში, პიგმენტირებული თეთრი საღებავის ბაზაზე. შესაძლებელია საჭირო გახდეს განმეორებითი, დამასრულებელი ფენის დატანა.

სიპრიალის ხარისხი

მქრქალი

შენახვის პირობები

შეინახეთ გრილ პირობებში, მოარიდეთ ყინვას. გახსნილ შეფუთვას თავი მჭიდროდ დაახურეთ. შეინახეთ მხოლოდ პლასტმასის შეფუთვაში. ვარგისიანობა - დაახლ. 12 თვე.

ტექნიკური პარამეტრები

DIN EN 1062-ის მიხედვით

  • ნაწილაკების მაქსიმალური (grit) ზომა: <1500 μm, S3
  • სიმკვრივე: დაახლოებით 1.7 გ/სმ3მშრალი ფენის სისქე: 200-400 μm, E4
  • დიფუზიის კოეფიციენტი, ჰაერის ფენის სისქის ექვივალენტი sdH2O: <0,14მ (მაღალი) V1
  • წყალგამტარიანობა (w): ≤ 0,1 კგ/(მ2h1/2) (დაბალი) W3
  • ბზარების შევსები კლასი: 2 x 400 გ/მ² Sylitol ® Minera, კლასი: A1 (> 100 μm)

ხელშემწყობი პროდუქტები

  • Sylitol ® Konzentrat 111

შენიშვნა

კოლერების შემდეგ შესაძლებელია ტექნიკური პარამეტრებიდან უმნიშვნელო გადახრა.