პროდუქტები

Capalac Dickschichtlack

მყარი ნაწილაკების შემცველი, ანტიკოროზიული, ფოლადის და რკინის დამცავი ემალი - საგრუნტავი, შუალედური და დამასრულებელი ფენების დასატანად. შიდა და გარე სამუშაოებისთვის.


დანიშნულება

ერთკომპონენტიანი, სქელფენიანი ემალი, განკუთვნილი შენობების ფოლადის, თუთიის, მოთუთიებული ფოლადის, ალუმინის, სპილენძის, მყარი პოლივინილ ქლორიდის (PVC), ხის შიდა და გარე ელემენტების ზედაპირების დაცვისა და მოპირკეთებისათვის. არ გამოიყენოთ თეთრი ფერის ტონები, გამათბობელი რადიატორების შესაღებად, რათა თავიდან იქნას აცილებული გაყვითლება (ასეთ შემთხვევაში გამოიყენეთ Capalac Heizkorperlack-ი - რადიატორის ემალი).

შეუსაბამოა სახურავებზე და ანოდიზირებულ ალუმინზე დასატანად!

თვისებები

  • ბრწყინვალე ადჰეზიურობა
  • ზედაპირის კარგი დაფარვის უნარი, მათ შორის წიბოებზე
  • ხანგრძლივი დაცვა კლიმატური ზემოქმედებისგან
  • საგრუნტავი, შუალედური და დამასრულებელი ფენების დასატანად (ერთ ქილიანი სისტემა)
  • მაღალი კოროზიისგან დაცვის დონე (DIN EN ISO 12944-6.-ის შესაბამისად)
  • ფერადდება მრავალი ფერით, ColorExpress-ის აპარატის მეშვეობით
  • განსაკუთრებით სქელი მშრალი ფენის მიღების საშუალება დიდი რაოდენობით მყარი ნაწილაკების შემცველობის ხარჯზე

მასალის შემკვრელი

ეპოქსიდური ეთერის ბაზაზე - არომატიზირებული გამხსნელების გარეშე.

შეფუთვა

  • სტანდარტული თეთრი (Weiß), Glimmer: 750 მლ, 2,5 ლ., 10 ლ.
  • ColorExpress: 750 მლ, 2,5 ლ., 10ლ.

ფერი

სტანდარტული ემალი: თეთრი
Glimmer-ის ფერები: Glimmer-ი დაახლ. DB 701 / Glimmer დაახლ. RAL 9006

სხვა ფერებში შეფერადება შესაძლებელია ColorExpress-ის სისტემის აპარატით. თუ Capalac Dickschichtlack შეფერადებულია მუქ ტონალობაში, შესაძლებელია ზემოდან დატანილ იქნას გამჭვირვალე Capalac Kunstharz-Klarlack-ი, რათა ემალის მუქი ფერი დაცული იქნას მექანიკური დაზიანებით მიღებული გაფერმკრთალებისაგან.

Capalac Dickschichtlack-ის Glimmer ვარიანტი არის კოროზიისაგან განსაკუთრებით დამცავი დანაფარი. RAL-ისა და გერმანული ნაციონალური რკინიგზის სტანდარტების (TL/TP-KOR) თანახმად - შესაბამისი ზედაპირი უნდა იყოს მქრქალი და მცირედ ხაოიანი.

დამატებით დამცავ ფენად შესაძლებელია დატანილ იქნას Capalac Kunstharz-Klarlack, რომელიც
უზრუნველყოფს დაცვას მექანიკური დაზიანებისგან და ამარტივებს წმენდას.

სიპრიალის ხარისხი

  • ემალი: ნახევრად მქარქალი (seiden matt)
  • Glimmer: მქრქალი
  • სპილენძის ტონალობა: მქრქალი

შენახვის პირობები

შეინახეთ გრილ პირობებში, მჭიდროთ დახუფულ ქილაში.

ტექნიკური პარამეტრები

  • სიმკვრივე: დაახლოებით 1,3 გ/სმ3