პროდუქტები

TiefGrund TB

გამხსნელის შემცველი სპეციალური საგრუნტავი საშუალება გარე და შიდა სამუშაოებისათვის.


გამოყენების სფერო

სპეციალური საგრუნტავი საშუალება შიდა და გარე სამუშაოებისათვის. გაშრობის შემდეგ უფერო. სპეციალურად გამოიყენება თაბაშირის, ძველი ბათქაშების და ისეთი ზედაპირების დასაგრუნტად და გასამაგრებლად, რომლებიდანაც მოირეცხა, ან მექანიკური მეთოდით მოიხსნა ძველი საღებავი, ან ისეთის, რომელზეც არის ნარჩენი ძველი ქაღალდი ან წებო. არ გამოიყენება პოლისტიროლის (პენოპლასტის) შემცველ თბოიზოლაციის კომპოზიციურ  სისტემებზე და ბათქაშებზე, ასევე ისეთ შენობებში, სადაც ინახება, ან იწარმოება საკვები.

თვისებები

  • ამყარებს ზედაპირს
  • ღრმად შეღწევადი
  • დიფუზიურობის და შთანთქმა-შეწოვის ეფექტით
  • ტუტე მედეგი
  • გაშრობის შემდეგ უფერული

შემკვრელი

ხელოვნური ფისის ხსნარი.

შეფუთვა

1 ლ, 5 ლ, 10 ლ, 25 ლ

შენახვის წესი

გრილ ადგილას, მოარიდეთ ყინვას

ტექნიკური პარამეტრები

სიმკვირივე: დაახ. 0,8 გ/სმ3