პროდუქტები

PutzGrund 610

ადჰეზიის უნარისა და მაღალი დონის დაფარვის მქონე, წყალდისპერისული სპეციალური საგრუნტავი საღებავი მზიდუნარიანი  მინერალური ზედაპირებისათვის. 


დანიშნულება

გამოიყენება ადჰეზიის გასაძლიერებლად ზედაპირსა და სინთეტიკური  და სილიკონის ფისის ბაზაზე დამზადებული, სილიკატის დისპერსიულ, მინერალურ და ფერად ქვანარევ ბათქაშებს შორის, რაც საკმაოდ ამარტივებს ზემოთ ხსენებული მასალების  შემდგომ დაფარვას და სტრუქტურირებას.

მუშაობს  ფასადის თბოსაიზოლაციო სისტემებზე, ისეთებზე, როგორებიცაა: Capatect-WDV-System A+B, Capatect-VHF-System (იხ. ცხრილი მე-2 გვერდზე). გარდა ამისა, გარე სამუშაოებისას მისი დატანა ზედაპირზე ამცირებს წყლის შეწოვის უნარს, რადგან გრუნტის ფენა აკავებს ფითხის დაზიანებულ ადგილებში გამოჟონილ წყალს.

Putzgrund 610  ასევე  გამოიყენება, როგორც სტრუქტურის მიმცემი საგრუნტავი მასალა, იმ შემთხვევებში, როდესაც შემდგომი დანაფარის სახით წარმოდგენილია ლაზურები Arte-Lasur-ი და Deco-Lasur-ი, ასევე, როგორც საგრუნტავი მასალა Capadecor-Putz-ის და Capadecor-Calcino-ს დატანამდე.

თვისებები

  • ძლიერი დაცვა კლიმატური ზემოქმედებისადმი
  • ჰიდროფობული/ჰიდრომაიზოლირებელი
  • მაღალი დონის ფარვის უნარით
  • მაღალი დონის ადჰეზიურობა
  • წყალდისპერსიული
  • ეკოლოგიურად სუფთა
  • სუსტი არომატის მქონე
  • ფერადდება ColorExpress-ით
  • “არაწვადი” ან “ძნელად აალებადი”, დამოკიდებულია Capatec-WDV-System-ის ან Capatect-VHF-System-ის სტრუქტურაზე

მასალის შემკვრელი

სინთეტიკური მასალის დისპერსია, DIN 55945 სტანდარტის შესაბამისად.

შეფუთვა

თეთრი: 8, 16 და 25 კგ

ფერი

თეთრი

PutzGrund-ი ფერადდება CaparolColor-ის კატალოგში მოცემული ფერებით, მაქსიმუმ 25%-ზე, ან AVA კოლორანტებით. ასევე მისი შეფერადება შესაძლებელია  ColorExpress-ის   ფერთა კოლექციის ყველა  ფერზე, რომელთა სიღიავის კოეფიციენტი არ აღემატება 70-ს.

შენახვის პირობები

შეინახეთ გრილ და ყინვისგან დაცულ ადგილას.

ტექნიკური პარამეტრები

სიმკვრივე: დაახლ. 1,6 კგ/სმ3