პროდუქტები

Sylitol® Finish 130

კლიმატური ზემოქმედებისადმი მედეგი, ზედაპირის ერთგვაროვან ფაქტურაზე დამყვანი მასალა, სილიკატურ ბაზაზე არსებული საფარებისათვის.


დანიშნულება

გამოსაყენებლად  მზა საფარი მასალა, სილიკატურ ბაზაზე, კალიუმის თხევადი მინის და ორგანული სტაბილიზატორების შემცველობით. Sylitol® Finish 130 ქმნის კლიმატური ზემოქმედებისადმი მედეგ საფარს, გააჩნია კარგი დაფარვის უნარი, სითეთრის  მაღალი დონე, მედეგი პიგმენტაცია (უფ.დასხივებისადმი მედეგი) და  დიფუზურობის მაღალი ხარისხი. საუკეთესო არჩევანია შეუღებავი მინერალური ბათქაშების, მყარი  ნატურალური ქვის და სილიკატური აგურის  წყობის  დასაფარად, ძველი მზიდუნარიანი სილიკატური საღებავების და ბათქაშების გასაახლებლად.  განკუთვნილია საფარის ერთგვაროვან ფაქტურაზე დასაყვანად Sylitol® -ის ფასადის ბათქაშების, აგრეთვე Capatect-Mineral-Leichtputze-სთვის და Capatect-Mineralputze-სთვის.

თვისებები

  • კლიმატური ზემოქმედებისადმი მედეგი
  • სორბციული უნარის მქონე
  • CO2-ის გამტარი
  • კვარცით ორმაგად გაძლიერებული
  • კარგი ადჰეზიის უნარით
  • ძალიან მარტივი გამოყენებაში

შეფუთვა

  • სტანტარტული: 15 ლ
  • ColorExpress: 1,25 ლ, 7,5 ლ, 12,5 ლ

ფერი

თეთრი

Sylitol-Finish -ის შეფერადება შესაძლებელია  მექანიკურად - ColorExpress-ის სისტემაში არსებულ ფერთა ყველა კოლექციაში. Volltonfarben-ის ხელის  აპარატით შეფერადებისას საჭიროა  ფერზე დაყენებული პროდუქტი გამოყენებამდე შეედაროს  სასურველ ფერს, რათა გამორიცხულ იქნას ფერში შესაძლო  სხვაობა. ერთ სიბრტყეზე არსებული ზედაპირის შეღებვისას გამოიყენეთ იდენტური წარმოების სერიის მქონე პროდუქტი.ინტენსიურ ფერებს ახასიათებს შეზღუდული დაფარვისუნარიანობა, ამიტომ მათი გამოყენების წინ რეკომენდირებულია წინასწარი დაფარვა ძირითად ფერთან  მიახლოვებულ პასტელურ  ტონში  კოლერებული თეთრი ბაზით. შესაძლოა საჭირო გახდეს განმეორებითი შეღებვა.

ფერისმედეგობადამოწმებულიასაერთაშორისოსტანდარტ BFS-ისმიერ (ინფორამაცია #26):

(შემკვრელი) კლასი: B,

(პიგმენტაცია) ჯგუფი: 1.

სიპრიალის ხარისხი

მქრქალი, G3

შენახვის პირობები

შეინახეთ გრილ პირობებში, მოარიდეთ ყინვას. უკვე გახსნილი კონტეინერები შეინახეთ  კარგად  დახუფულ მდგომარეობაში. შეინახეთ მხოლოდ პლასტიკურ კონტეინერებში.  შენახვის ვადა: დაახლოებით 12 თვე.

ტექნიკური პარამეტრები

მახასიათებლები დამოწმებულია საერთაშორისო სტანდარტის DIN EN 1062_ის საფუძველზე

  • მაქსიმალური ნაწილაკების ზომა: 100მიკრონი
  • სიმჭიდროვე: დაახლოებით  . 1,5 გ/სმ3
  • გამყარებული ფენის სისქე: 100–200 μm, E3
  • წყლის შეღწევადობა: (w-ფაქტორი): ≤ 0,1 (0,08) [კგ/(მ2 · h0,5)] (დაბალი), W3
  • ორთქლიდიფუზიურობა (sd -ფაქტორი): ≥ 0,14  (0,2)მ (მაღალი), V1.

კოლირების შემთხვევაში შესაძლოა მოხდეს უმნიშვნელო აცდენა ტექნიკურ პარამეტრებთან.