პროდუქტები

Muresko

მაღალი ხარისხის, წყალგაუმტარი (ჰიდროფობური) საღებავი ფასადებისათვის SilaCryl-ის ბაზაზე. დიფუზიის მაღალი ხარისხი. ძალიან კარგი წყალმედეგი თვისებები.


გამოყენების სფერო

გლუვი და სტრუქტურირებული ზედაპირების მაღალხარისხიანი დაფარვისათვის. საღებავში შემავალი SilaCryl-ის ტიპის შემკვრელი ქმნის მყარ დამცავ საფარს წვიმისგან, მაღალი ორთქლგამტარიანობის და ნახშირმჟავა გაზის დიფუზიის შემთხვევებში. ისევე, როგორც მაღალხარისხიანი სუფთა აკრილატური ფასადის საღებავები, SilaCryl ასევე  უზრუნველყოფს ფერთა გამის დიდ მრავალფეროვნებას, ატმოსფერული ცვლილებების მიმართ მაღალ მედეგობას, სტაბილურ დაცვას ცარცვადი და ადჰეზიური პროცესებისგან.

თვისებები

  • წყალში ხსნადი, ეკოლოგიური
  • სუსტი სუნით
  • ატმოსფერული ზემოქმედებისადმი მდგრადი
  • წყალგაუმტარი (ჰიდროფობური)  DIN 410
  • ტუტეების ზემოქმედებისადმი მდგრადი, ამიტომაც არ იქაფება
  • მარტივი მოხმარებისათვის
  • მშვენივრად ფარავს მომრგვალებულ ნაპირებს
  • იცავს ფასადს წყალმცენარეებისა და სოკოვანი ნადებისაგან

მასალის შემკვრელი

სილიკონის ფისი + სუფთა აკრილის დისპერსია.

შეფუთვა

  • ბაზა 1:  2,5 ლ, 5 ლ, 10,ლ, 15 ლ.
  • ბაზა 2 და 3:  2,5 ლ, 5 ლ, 10 ლ  (კოლერებული).

ფერი

  • ბაზა 1:  თეთრი.
  • ბაზა 2 და 3:  გამჭვირვალე, მოიხმარება მხოლოდ შეფერადებული სახით.

Muresko-Premium დამოუკიდებლად  საღებავის შეფერადება შესაძლებელია   CaparolColor ან  AVA -ს კოლექციების ნებისმიერი ფერით. ფერის ტონში  სხვაობის   თავიდან ასაცილებლად აუცილებელია შეურიოთ მთელი საღებავი. ერთი ფერის საღებავის 100 ლ. და მეტის დაკვეთის, ან მოთხოვნის შემთხვევაში საღებავების კოლერება ხდება ქარხანაში.

Muresko-Premium კოლერდება მანქანური მეთოდით ColorExpress-ის სისტემით CaparolColor, Caparol 3D, NCS, Panorama, RAL და ფერთა სხვა კოლექციების ყველა ტონებში. ინტენსიურ და სუფთა ტონებს, მაგალითად: ყვითელი, ნარინჯისფერი, წითელი და ა.შ., გააჩნია ნაკლები დაფარვისუნარიანობა. რეკომენდებულია შუალედური ფენის დატანა შესაბამის პასტელურ ტონში, პიგმენტირებული თეთრი საღებავის ბაზაზე (ბაზა 1). შესაძლებელია საჭირო გახდეს განმეორებითი, დამასრულებელი  ფენის დატანა.

სიპრიალის ხარისხი

მქრქალი  G3.

შენახვის პირობები

შეინახეთ გრილ პირობებში, მოარიდეთ ყინვას.

ტექნიკური პარამეტრები

DIN EN 1062-ის მიხედვით

  • ნაწილაკების მაქსიმალური (grit) ზომა: <100 мкм, S1
  • სიმკვრივე:  დაახლოებით 1.5 გ/სმ3
  • მშრალი ფენის სისქე:  100-200  мкм, E3
  • დიფუზიის კოეფიციენტი, ჰაერის ფენის სისქის ექვივალენტი sdH2O: <0,14მ (მაღალი) V1
  • წყალგამტარიანობა (w):  

შენიშვნა

კოლერების შემდეგ  შესაძლებელია ტექნიკური პარამეტრებიდან უმნიშვნელო გადახრა.