პროდუქტები

Amphisilan

კაპილარულად ჰიდროფობული (ჰიდრომაიზოლირებელი), მინერალური/მქრქალი საღებავი. სილიკონის ფისის შემკვრელის ინოვაციური შენაერთი - ფასადის სისუფთავის შესანარჩუნებლად და მისი სწრაფად შრობისთვის!


გამოყენების სფეროები

უზრუნველყოფს ფასადის ხანგრძლივ სისუფთავეს და იცავს მას დაბინძურებისგან. სილიკონის ფისის და შემკვრელის უნიკალური კომბინაცია ქმნის წვიმის მიმართ მედეგ, მაღალ დონეზე ორთქლგამტარ დანაფარს, რომელიც გამოიყენება ბათქაშებსა და მინერალურ ზედაპირებზე. ასევე - საღებავის მდგრად ძველ დანაფარებზე, მათ შორის, სილიკატურზე, დისპერსიულზე, სილიკონის ფისის შემცველ ბათქაშებზე და ასევე მდგრად თერმოსაიზოლაციო სისტემებზე (ETICS/EWI).

AmphiSilan აერთიანებს მაღალი ხარისხის დისპერსიული და კლასიკური სილიკატური საღებავების უპირატესობებს, რის გამოც ის იდეალური არჩევანია დაცული ისტორიული ობიექტების და კირის შემცველი ბათქაშებით დამუშავებული შენობების შესაღებად.

თვისებები

  • იცავს სოკოვანი დაბინძურების და წყალმცენარეების წარმოქმნისგან
  • აგრესიული გამონაბოლქვის მიმართ მედეგი
  • კარგი დაფარვის უნარი
  • მყარი, ატმოსფერული მოვლენების მიმართ მედეგი ზედაპირი
  • CO²-გამტარი
  • არა თერმოპლასტიური
  • მცირე შიდა დაძაბულობით
  • არ წარმოქმნის აპკს

 

მასალის შემკვრელი

სილიკონის ფისოვანი ემულსიისა და პოლიმერული დისპერსიის კომბინაცია.

შეფუთვის ზომები

  • სტანდარტული: 12,5 ლ
  • ColorExpress: 2,5 ლ, 7,5 ლ, 12,5 ლ

ფერი

თეთრი

სხვა ფერებში შეფერადება შესაძლებელია ColorExpress-ის სისტემის ფერთა კოლექციაში არსებულ ფერთა ტონებში. 100 ლიტრის, ან მეტი ოდენობის საღებავის ფერზე დაყენებისას, შესაძლებელია პროდუქტის ქარხნული წესით შეფერადება.

შეამოწმეთ შეფერადებული პროდუქტი დატანამდე, რათა თავიდან იქნას აცილებული ფერში გადახრა. ერთიანი ზედაპირის შეღებვისას გამოიყენეთ იდენტური წარმოების სერიის მქონე პროდუქტი. AmphiSilan-ი ექვემდებარება ხელით შეფერადებას AmphiColor-ის სრულტონოვანი საღებავებით, მაქსიმუმ 20% დამატებით. ფერთა სხვაობის (აჭრელება) თავიდან ასაცილებლად ხელით შეფერადებისას საჭიროა საღებავის მთლიანი რაოდენობა იქნას ერთმანეთში გულდასმით შერეული. მკვეთრ, ინტენსიურ ფერებს გააჩნია ნაკლები დაფარვისუნარიანობა. რეკომენდებულია შუალედური ფენის დატანა შესაბამის პასტელურ ტონში, პიგმენტირებული თეთრი საღებავის ბაზაზე. შესაძლებელია საჭირო გახდეს განმეორებითი, დამასრულებელი ფენის დატანა.

ფერის მედეგობა საერთაშორისო სტანდარტ BFS-ის შესაბამისად (ინფორამაცია N.26):
კლასი: B
ჯგუფი: 1

სიპრიალის ხარისხი

მქრქალი, G3

შენახვის პირობები

შეინახეთ გრილ ადგილას, მოარიდეთ ყინვას.

ტექნიკური პარამეტრები

მახასიათებლები საერთაშორისო სტანდარტის DIN EN 1062-ის მიხედვით:

  • ნაწილაკების მაქსიმალური (grit) ზომა: < 100 μm, კლასი: S1
  • სიმკვრივე: დაახლოებით 1,5 გ/სმ³
  • მშრალი ფენის სისქე: 100–200 μm, კლასი: E3
  • დიფუზიურობის კოეფიციენტი sdH2O: < 0,14 მ, კლასი V1 (მაღალი)
  • წყლის შეღწევადობა (w-ფაქტორი): (w-ფაქტორი): ≤ 0,1 [კგ/(მ2 · h0,5 )] კლასი: W3 (დაბალი)

შენიშვნა

შეფერადებისას შესაძლებელია ტექნიკური პარამეტრების უმნიშვნელო ცვლილება.