ღვინის სალონი "Dürrenzimmern eG", ბრაკენჰაიმი

მზის სხივებში გახვეული ფერდობები და ნაყოფიერი ნიადაგი, რომელიც გამოყოფს მინერალებს ფესვგადგმული ვაზებისთვის - საუკეთესო პირობაა ჯანსაღი და გემრიელი ყურძნის მისაღებად. ამ რეგიონში, ღვინო  1147 წლიდან მზადდება.

ღვინის სალონი/კონვენცია: "Dürrenzimmern eG" დაარსდა 1937 წელს, როგორც მევენახეობის კოოპერატივი. მან სახეხელი არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც გაითქვა. ამჟამად აქ მუშავდება 215 ჰექტარი ვენახი. წითელი ვაზის ჯიშები დარგულია დაახლოებით 52 პროცენტი, თეთრი ღვინის ჯიშები კი 24 პროცენტს შეადგენს. ვიურტემბერგის გარდა ფერდობებზე ისეთი ყურძნის ჯიშები იზრდება, როგორებიცაა: ლემბერგერი, ტროლინგერი, შვარცრილინგი, რისლინგი, კერნერი, პინო ნოარი და უფრო ახალი ჯიშები. აგრეთვე ისეთი ჯიშები როგორიცაა მერლოტი, კაბერნე სოვინიონი და სოვინიონი ბლანი.

კეთილმოწყობილი ღვინის კულტურა ახალი იერსახით

2015 წლის დეკემბრიდან „Dürrenzimmer“- ის ღვინის სალონი/კონვენცია თავის სტუმრებს სრულიად ახალი იერსახით მიესალმება. მმართველი დირექტორი მატიას გორინგი განმარტავს განახლების მიზეზს: ”ჩვენ გვინდოდა შეგვექმნა ახალი მიმზიდველი გაყიდვების სივრცე. ძველი სალონი 30 წლის იყო, პატარა და ბნელი. ჩვენ ასევე გვინდოდა შენობის უფრო ეკონომიურად გამოყენება. ამიტომ შენობა სრულიად თავიდან დავაპროექტეთ, დემონტაჟი მოვახდინეთ ყველა ჭერის და ავაშენეთ სრულიად ახალი ინტერიერი, ახალი ჭერითა და სვეტებით".

განახლებისას არქიტექტორთა და დიზაინერთა ჯგუფმა, იდეებისთვის ნიმუშად ყოფილი ბენედიქტინის მონასტერი გამოიყენეს. ეკლესიის ფორმები, მძიმე ხის კარები და უჩვეულო განათება - ეს ყველაფერი განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნის სალონის შიგნით. ოქროს ეფექტით დაფარული ზედაპირები, აოცებს თავისი ბზინვარებით. დეკორატიული საღებავი Capadecor Metallocryl-ი, შეფერადდა ფერში: Goldnuance Curcuma 45 MET და ასე შეიქმნა სრულყოფილი ბუნებრივი ოქროს იმიტაცია.

ვინაიდან ოქროს ეფექტი ასევე ხის ზედაპირებზეც უნდა ყოფილიყო, ხის ზედაპირები უნდა გაშლიფულიყო და სამომავლოდ გაუფერულებისგან დაცული უნდა ყოფილიყო. ამიტომ საგრუნტი სამუშაოები პროდუქტით: Capacryl Holz-IsoGrund-ით მოხდა. ასევე დატანილი იქნა შუალედური ფენა - საღებავი: Amphibolin-ი. დამასრულებელი ფენა კი - Capadecor Metallocryl Interior-ი იქნა დატანილი, შეფერადებული - ფერში: Curcuma 45 MET.

ღვინის სალონის სხვა კედლები, მაღალხარისხიანი საღებავით: Calcino Romantico-თი დაიფარა. ეს მინერალური პროდუქტი არა მხოლოდ ესთეტიურ ბუნებრივი ქვის იერსახეს სძენს ზედაპირს, არამედ ხელს უწყობს შენობის შიგნით ჯანსაღი კლიმატის შექმნას. ეს მასალა შთანთქავს ოთახის ჰაერის ტენიანობას და შემდეგ თანდათანობით ათავისუფლებს მას.

კაპაროლთან თანამშრომლობით შეიქმნა მომხიბლავი და სუფთა გარემო, რომელიც გიწვევს ღვინის კულტურის შესაცნობად.

გამოყენებული პროდუქტები:

Capacryl Holz-IsoGrund
Capadecor Calcino Romantico
Capadecor Metallocryl Interior
MultiStruktur
Sylitol® Bio-Innenfarbe