"BMW-ს სამყაროს" რესტორანი და კლუბი მიუნხენში

შთამბეჭდავი  „BMW-ს სამყარო“ მიუნხენში, რომელიც პროფესორ ვოლფ დ. პრიქსის პროექტის მიხედვით იქნა აშენებული, აოცებს თავისი მაღალტექნოლოგიური არქიტექტურით. ის მდებარეობს BMW-ს სათაო ოფისისა, ქარხნისა და BMW-ს მუზეუმის მახლობლად. მუზეუმში რომელიც 30 წლის ისტორიას ინახავს, გასულ წლებში სარემონტო სამუშაოები ჩატარდა და კაპაროლის დეკორატიულმა საღებავმა Capadecor® Metallocryl Exterior-მა მის ფასადს განუმეორებელი სიკაშკაშე შესძინა.

დიზაინის უმაღლესი დონე „BMW-ს სამყაროს“ ინტერიერშიც იგრძნობა. ექსკლუზიური რესტორანი არა მხოლოდ კულინარიული სიამოვნებაა, ის ასევე ვიზუალური გამოცდილებაა. ბუნებრივი ქვის და მაღალხარისხიანი მასალებით მოპირკეთებული ზედაპირების წყალობით, რესტორანი არა ერთხელ გახდა „ევროპის საუკეთესო ინტერიერის დიზაინის" ჯილდოს მფლობელი.

2007 წელს გახსნილი რესტორნის კედლები მოპირკეთებულია კაპაროლის ინოვაციური, Lithoboard -ის ბუნებრივი ქვის მსუბუქი ფილებით. Lithoboard-ის სისტემა არის ექსკლუზიური კედლებისთვის განკუთვნილი ბუნებრივი ქვისგან დამზადებული ფილები, რომლებიც გამოირჩევიან განსაკუთრებული სიმსუბუქით. ეს ფილები 60%-ით უფრო მჩატეები არიან, ვიდრე ჩვეულებრივი ბუნებრივი ქვის ფილები. დაბალი წონის წყალობით, ფილების მიწეპება ასევე გიფსოკარდონზე და თხელ კედლებზე არის შესაძლებელი. ამიტომ დიზაინერებს ეძლევათ საშუალება შექმნან სრულიად ახალი, მაღალი ხარისხის და ინდივიდუალური დიზაინები.Lithoboard -ის ფილები ბუნებრივი პროდუქტია და თავისი ფაქტურის წყალობით, იგი გთავაზობთ დიზაინის ფართო არჩევანს.

ფაქტიურად ნებისმიერი ქვა შესაძლებელია დაწებდეს lithoboard-ის სისტემაზე, რომელიც მსუბუქ ბეტონის ფილებზეა მიმაგრებული. ასორტიმენტში 10 000 ქვის სახეობაა, რომელიც  ინდივიდუალურ ვარიანტებს გვთავაზობს.

Lithoboard-ი მშენებლობისთვის ახალ განზომილებების საშუალებას იძლევა, რომელიც ჩვეულებრივი ბუნებრივი ქვის შემთხვევაში შეუძლებელია. ის ინტერიერში გამოყენებისთვის საჭირო DIN სტანდარტებს აკმაყოფილებს და გამოირჩევა მარტივი დამუშავების წესით. თხელი ფილები ხელმისაწვდომია 2450 x 600 - მდე ფორმატებში და სისქით 4დან 10 მმ-მდე, ქვის სახეობიდან გამომდინარე. წონა 1 კვადრატულ მეტრზე 10-დან 24კგ-მდეა

Lithoboard სისტემა შესაფერისია ექსკლუზიური ზედაპირებისთვის: სველი წერტილების, სამზარეულოების, სასტუმროების, ბანკების, ფოიეების, მაღალხარისხიანი ავეჯის და ოთახის გამყოფების, მაღალი დონის ინტერიერისთვის.