ჰილტონის სასტუმრო "The Squaire" ფრანკფურტის აეროპორტში

ფრანკფურტის აეროპორტი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული ადგილია, სადაც  საერთაშორისო ავიაკომპანიების ქსელები, გერმანიის მაღალსიჩქარიანი სარკინიგზო და საქალაქთაშორისო ტრაფიკი არის გაერთიანებული. მუდმივად ცვალებადი და ზრდადი კომპლექსის ნაწილი, ჩქაროსნული მატარებლის გაჩერებაზე 86 საყრდენზე მდგომი, ოვალური ფორმის, ვერცხლისფერ შენობა არის, სადაც ჰილტონის 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს - 249 სასტუმრო ოთახმა ჰპოვა თავისი ადგილი.

სასტუმროს ინტერიერის დიზაინი, რომელიც შეიმუშავა ჰამბურგის კომპანიამ: JOI-Design Innenarchitektur- მა, ორ კონტრასტულ პირობას აკმაყოფილებს : მოძრაობა და სიმშვიდე. ამრიგად სასტუმრო ასახავს "მობილურობის" თემას, რომელიც დომინირებს მის მიმდებარედ,   მაგრამ ამავდროულად ითვალისწინებს მოგზაურების სურვილს: დაისვენონ, კარგად იგრძნონ თავი და განიტვირთონ მოგზაურობის დაძაბული რითმისგან. შესაბამისად ინტერიერის დიზაინის ექსპერტებმა უზრუნველყვეს ძალიან თბილი და მშვიდი ფერების პალიტრა, რომელიც კრემისფერი, რბილი ყავისფერი და თბილი წითელი ტონებისგან შედგება. არქიტექტურული ელემენტები კი გამოირჩევა ნეიტრალური ტონებით, როგორიცაა ვერცხლისფერი, შავი, ნაცრისფერი და თეთრი.

განსაკუთრებით საინტერესოა სასტუმროს ლობი - ფართო შემინული ატრიუმი, რომელიც მოქცეულია ცისკენ. უმთავრესი ელემენტი აქ სარეგისტრაციო კუთხე და ბარია, რომლებიც ღია ჭერზე მიუთითითებენ და დიდი ფრინველების ფრთებს გვაგონებენ. უკანა კედლების აქცენტი ყველაზე თანამედროვე ფერზე - ოქროსფერზეა. აქ არ არის საუბარი უნაკლო, მაღალი სიპრიალის ბაროკოს ოქროზე, არამედ დაბურულ, თავბრუდამხვევ ოქროსფერზე, რომელიც სივრცეს სასიამოვნოდ მომხიბლავს ქმნის. „ოქროს ზედაპირები“ კაპაროლის განსხვავებული მასალების შერწყმით იქნა მიღწეული. კედლების მშვენიერი ფაქტურები და Capadecor Metallocryl-ის დამასრულებელი საფარები ქმნიან საოცრად ბრწყინვალე ნიუანსებს.

გამოყენებული პროდუქტები:

Capadecor Metallocryl Interior