გასულ წლებში ველდენის ციხესიმაგრე განახლდა და გაფართოვდა. დღეს ის ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსია. სასტუმროში გამოყენებულია "სინთეზა ჯგუფის " (კაპაროლის შვილობილი კომპანია - "synthesa") მასალები: ფასადის და ინტერიერის საღებავები და თბოსაიზოლაციო სისტემები.

ამ სასტუმროს 'ლუქს' ოთახების ფასი 1000 ევროდან 4000 ევრომდე მერყეობს. ჩვეულებრივი 2 კაციანი ოთახების ფასები 550 ევროდან 850 ევრომდე. ეს მაღალი კლასის სასტუმრო უსაზღვრო კომფორტს გთავაზობთ. ტბა:"Wörthersee" პირდაპირ კარის მიღმა მდებარეობს. სასტუმროს საცურაო ტერიტორია მთლიანად დაცულია და ხელმისაწვდომია საკუთარი მისასვლელი გზით. თქვენ შეგიძლიათ ცურვა როგორც ტბაში, ასევე "ჩაძირულ" აუზში. შეგიძლიათ გყავდეთ საკუთარი ნავი.

ამ მდიდრული კომფორტის შექმნაში კაპაროლმა მიიღო მონაწილეობა. ლუქს სასტუმროს ფასადები Capatect - ის თერმო საიზოლაციო სისტემებით არის დათბუნებული, სასტუმროს 3500 m2 ფართობის "სპა" და გამაჯანსაღებელი ცენტრი მთლიანად "სინთეზას" მასალებით არის შესრულებული.

მეტი ინფორმაცია "სინთეზა ჯგუფის" მასალების და პროექტების შესახებ იხილეთ ვებ გვერდზე: www.synthesa.at