ობიექტი: შარფენშტეინის ციხესიმაგრე, ლეინეფელდე-ვურბისი - გერმანია

შესრულების სფერო: აკუსტიკა, იატაკი და კედლები

800 წელზე მეტი ხნის კედლები, შუასაუკუნეების იერსახე და შთამბეჭდავი ხედი: თურინგიაში რეკონსტრუქტირებული შარფენშტეინის ციხესიმაგრე, ბოლო წლებში პოპულარულ საექსკურსიო დანიშნულების ადგილად გადაიქცა. ქალაქ ლეინეფელდე-ვურბისის საკუთრებაში არსებული ისტორიული ქონება 2006 წლიდან ინტენსიურად განახლდა და გარდაიქმნა. ციხესიმაგრე სტუმრებს სთავაზობს კაფეს დიდი პანორამული ტერასით, გიდებით , ტურებით და რეგულარული ღონისძიებებით. 2018 წლის შემოდგომიდან აქ გაიხსნა "ვისკის გამოცდილების ცენტრი": სადაც ვისკის მწარმოებელი კომპანია: "Number Nine Spirituosen Manufaktur GmbH" ციხესიმაგრის ძველ კედლებში გთავაზობთ ვისკის წარმოების პროცესის ექსკურსიას და სხვადასხვა სახეობის ვისკის დეგუსტაციას.

ვინაიდან ციხესიმაგრე არქიტექტურული ძეგლია, რეკონსტრუქციისთვის განკუთვნილ მასალებს განსაკუთრებული მოთხოვნები უნდა დაეკმაყოფილებინათ. ციხესიმაგრის შიდა კედლები ბუნებრივი მასალებით უნდა დაფარულიყო - ეს მოთხოვნა 20 მეტრის სიმაღლის კოშკზეც ვრცელდებოდა. ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება კაპაროლის სპეციალური პროდუქტების სერიის - Histolith -ის მეშვეობით გახდა შესაძლებელი. Histolith-ის პროდუქტების სერია სპეციალურად შეიქმნა არქიტექტურული ძეგლების და ისტორიული ნაგებობების დასაცავად და განახლებისთვის.

ახალი თაობის ეკოლოგიური აკუსტიკური სისტემა

სხვა სამშენებლო მასალები ასევე უნდა აკმაყოფილებდეს ინტერიერის დიზაინის მოთხოვნებს, რომელიც ჰარმონიულად ერწყმის ისტორიულ შენობას. "ვისკის გამოცდილების ცენტრი" მოიცავს თაღოვან მარანს რესტორნით და ბარით, რომელიც ასევე გამოიყენება კერძო ღონისძიებებისთვის. ხმის შთამნთქმელი ზომების მიღება საჭირო იმისათვის იყო, რომ ეს სივრცე გართობისთვის გამოყენებადი გამხდარიყო. CapaCoustic Nature არის ახალი თაობის ეკოლოგიური აკუსტიკური სისტემა კაპაროლისგან, რომელიც მზადდება კანაფის მცენარის ღეროდან,  . კომერციული კანაფი იზრდება ავსტრიაში, რეგიონალურ სოფლის მეურნეობაში, პესტიციდების და სინთეზური სასუქების გარეშე.  CapaCoustic Nature-ის აკუსტიკური სისტემა, ასეთი მაღალი მოთხოვნების მქონე ისტორიული შენობისთვის საუკეთესო გადაწყვეტა იყო.

ვიზუალურად მიმზიდველი

CapaCoustic Nature-ის აკუსტიკური სისტემების ხმის შთანთქმის ეფექტი იგივეა, როგორც სხვა კაპაროლის აკუსტიკურ სისტემებს გააჩნია, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი ვიზუალური იერსახე იყო. შარფენშტეინის ციხესიმაგრე ერთ-ერთი პირველი ობიექტია, რომელშიც ახალი კანაფის აკუსტიკური პანელები გამოიყენეს. მთავარი გამოწვევა "იერსახე" იყო. CapaCoustic Nature იმისთვის იყო არჩეული, რომ პროდუქტის ბუნებრიობა ასევე ვიზუალურად თვალსაჩინო ყოფილიყო. ის ფაქტი, რომ ეს პროდუქტი ბუნებრივია, ისტორიულ შენობას კიდევ უფრო მომხიბვლელს ხდის.

გამოყენებული პროდუქტები:

Histolith Innenkalk - კირის საღებავი
DisboXID 420 2K-EP- პრემიუმ გრუნტი
DisboXID 421 2K-EP- პრემიუმ დანაფარები
DisboPUR W 458 2K-PU- გასამყარებელი
CapaCoustic Nature ჭერის პანელი 120x188
CapaCoustic Nature ჭერის პანელი 120x188 Svanne 15
CapaCoustic Nature პანელი 62,5x62,5 Savanne 15
CapaCoustic Nature პანელი 62,5x62,5