პროდუქტები

Capatect-Fassadenputze R und K

სილოქსანით გაძლიერებული დისპერსიული სრუქტურულული ბათქაში გარე სამუშაოებისთვის.


დანიშნულება

გამოსაყენებლად მზა სტრუქტურული ბათქაში, ორგანული შემკვრელი.

გამოიყენება, როგორც დამასრულებელი ფენა შემდეგი ზედაპირებისათვის:

  •  Capatect-WDVS - თბო საიზოლაციო სისტემები,
  •  Capatect-VHF-სისტემები,
  •  დაუფარავი ბეტონი,
  •  PII და PIII-ის  ჯგუფის ცემენტის ხსნარის  ბათქაშები DIN V 18550 / EN 998-1 სტანდარტის შესაბამისად,
  •  მქრქალი,  დისპერსიული საღებავით დაფარული მზიდუნარიანი ზედაპირები,
  •  მზიდუნარიანი მინერალური დანაფარები,

არ გამოდგება მარილიანი ზედაპირებისთვის, პლასტიკური ზედაპირებისთვის და ხისთვის.

თვისებები

  •  ძნელად აალებადი  B1 – DIN 4102/DIN EN 13501 სტანდარტის შესაბამისად,
  •  მაღალი ორთქლდიფუზიურობა,
  •  კლიმატური ზემოქმედებისადმი მედეგი, წყალამრიდი DIN 4108 სტანდარტის შესაბამისად,
  •  მარტივი და მოსახერხებელი გამოყენებისას,
  •  ეკოლოგიურად სუფთა, სუსტი სუნის მქონე,
  •  შემკვრელი ბაზა: სინთეზური ფისის დისპერსია DIN 18558 სტანდარტის შესაბამისად,
  •  წყალში ხსნადი,
  •  ტუტეების მიმართ მედეგი, ამიტომ არა საპვნადი.

შეფუთვა

25 კგ ვედრო

ფერი

თეთრი

ქარხნული შეფერადება შესაძლებელია CaparolColor-ის, ან  Caparol 3D სისტემის კოლექციის ფერებით. შეეფერება  ColorExpress -ის დოზირების დანადგარებს.  სპეციალური   ტონები სიღიავის ხარისხით > 20 -  მოთხოვნით (სიღიავის ხარისხი < 20  არ გამოდგება თბოსაიზოლაციო სისტემების დასაფარად).  CarboNit, ან CarbonSpachtel-ის არმირების მასის დახმარებით შესაძლებელია მივიღოთ ფერი სიღიავის ხარისხით≥15.  მცირე პარტიების კოლერება შესაძლებელია CaparolColor Vollton-ის და კოლერების ფერების  დამატებით (Alpinacolor),ან  Amphibolin Vollton- ის და კოლირების ფერების დამატებით.  დაშვებულია  არა უმეტეს 2 % საღებავის დამატება, სხვა შემთხვევაში კონსისტენცია ხდება ზედმეტად თხელი.

სიპრიალის ხარისხი

მქრქალი

შენახვის პირობები

შეინახეთ მშრალ,  გრილ,  ყინვისგან დაცულ ადგილას. დაიცავით პირდაპირი მზის სხივებისგან.

ტექნიკური პარამეტრები

  •  დიფუზიის-ექვივალენტი ჰაერის ფენის სისქე sd H2O <0.14 მ, კლასის V1 (მაღალი)

DIN EN ISO 7783-2,

  •  წყლის შთანთქმის კოეფიციენტი: w <0.2 კგ / (მ2 • h0,5),

კლასი W2 (საშუალო) მიხედვით DIN EN 1062-3,

  •  კონსისტენცია: პასტისმაგვარი.