პროდუქტები

Amphisilan Plus

კაპილარულად ჰიდროფობული (ჰიდრომაიზოლირებელი), მინერალური, მქრქალი საღებავი ფასადებისთვის სილიკონის ფისის ბაზაზე.


დანიშნულება

სილიკონის ფისის და კვარცული ნანოსტრუქტურებით ინტეგრირებული შემკვრელის ინოვაციური შენაერთი სუფთა  ფასადებისთვის.

გამოყენების სფეროები

საღებავის გადამწყვეტი უპირატესობები: ორგანულად  შეერთებული კვარცული ნანო-სტრუქტურები ქმნის  განსაკუთრებით მყარ სამ განზომილებიან მესერს, რომელიც უზრუნველყოფს ფასადის ხანგრძლივ სისუფთავეს და იცავს მას დაბინძურებისგან.სილიკონის ფისის  და შემკვრელის უნიკალური კომბინაცია ქმნის წვიმის მიმართ მედეგ, მაღალ დონეზე ორთქლ-გამტარ დანაფარს, რომელიც გამოიყენება ბათქაშებსა და  მინერალურ ზედაპირებზე.  ასევე - მქრქალი დისპერსიული  საღებავის მდგრადი ძველი ფენების გასაახლებლად, სილიკონის ფისის შემცველ ბათქაშებზე  და  თერმოსაიზოლაციო კომპოზიტურ სისტემებზე (ETICS/EWI).

AmphiSilan აერთიანებს მაღალი ხარისხის დისპერსიული და კლასიკური სილიკატური საღებავების უპირატესობებს, რის გამოც ის იდეალური არჩევანია დაცული ისტორიული ობიექტების და კირის შემცველი ბათქაშებით დამუშავებული შენობების შესაღებად.

თვისებები

  •        არა თერმოპლასტიური
  •        მცირე შიდა დაძაბულობით 
  •        არ წარმოქმნის აპკს
  •        მიკროფოროვანი
  •        CO2-ის გამტარი 
  •        აგრესიული გამონაბოლქვის მიმართ მედეგი
  •        კაპილარულად ჰიდროფობული ზონას
  •        კარგი დაფარვის უნარით
  •        ხელს უწყობს ფასადების სისუფთავის ხანგრძლივ შენარჩუნებას

მასალის შემკვრელი

სილიკონის ფისის ემულსია

შეფუთვის ზომები

2.5 ლ, 10 ლ

ფერი

ბაზა 1:  თეთრი,

ბაზა 3:  გამჭვირვალე.

AmphiSilan/-ის შეფერადება მანქანური მეთოდით  ხდება  ColorExpress - ის სისტემის ფერთა კოლექციაში არსებულ ნებისმიერ  ტონეში. ბაზა-1 - ის  შეფერადება  შესაძლებელია აგრეთვე ხელით  AmphiSilan Voll- und Abtönfarbe. -ის საღებავებით. ფერთა სხვაობის (აჭრელება)  თავიდან ასაცილებლად ხელით შეფერადებისას   საჭიროა  საღებავის მთლიანი რაოდენობა იქნას  ერთმანეთში გულდასმით შერეული. 100 ლიტრის, ან მეტი ოდენობის საღებავის ფერზე დაყენებისას შესაძლებელია პროდუქტის ქარხნული წესით შეფერადება. შეამოწმეთ შეფერადებული პროდუქტი დატანამდე, რათა თავიდან იქნას აცილებულ  ფერში გადახრა. ინტენსიურ ფერზე შეფერადებისას  შესაძლებელია  შესუსტდეს პროდუქტის დაფარვისუნარიანობა. ამიტომ რეკომენდირებულია პირველ პირად დატანილ იქნას არჩეული ინტენსიური ფერის ტონის შესაბამისი პასტელური ფერი თეთრი საღებავის ბაზაზე. შესაძლოა დატანა არ იყოს საკმარისი და დასჭირდეს მეორე, დამატებითი  ფენა.

სიპრიალის ხარისხი

მქრქალი, G3.

შენახვის პირობები

შეინახეთ გრილ ადგილას, მოარიდეთ ყინვას

ტექნიკური პარამეტრები

მახასიათებლები დამოწმებულია საერთაშორისო სტანდარტის DIN EN 1062-ის საფუძველზე:

(შეფერადებამ შეიძლება გამოიწვიოს ცვლილებები.)

  •  ნაწილაკების მაქსიმალური (grit) ზომა: <100 мкм, S1,
  •  სიმკვრივე: დაახლოებით 1.5 გ/სმ3, 
  •  მშრალი ფენის სისქე: 100 - 200 мкм, E3,
  •  დიფუზიურობის კოეფიციენტი sdH2O: (sd-ფაქტორი): <0.14 მ (მაღალი) V1,
  •  წყლის შეღწევადობა (w-ფაქტორი): ≤ 0.1 [კგ/(მ2•ч0,5)] (დაბალი) W3.

დამატებითი პროდუქტები

AmphiSilan-Tiefgrund LF,

AmphiSilan-Putzfestiger,

AmphiSilan-Grundierfarbe,

AmphiSilan-Compact,

AmphiSilan-Volltonfarben.

AmphiSilan-Volltonfarben-ის სრული ტონის საღებავები.

შენიშვნა

შეფერადებისას შესაძლებელია ტექნიკურ  პარამეტრებში უმნიშვნელო ცვლილება.