პროდუქტები

AcrylFassadenfarbe

მქრქალი, წყალში ხსნადი, ატმოსფერული მოვლენებისადმი  მედეგი  საღებავი ფასადების მინერალური ზედაპირებისათვის


გამოყენების სფეროები

თეთრი და ფერადი ატმოსფერული მოვლენებისადმი მედეგი საღებავი ფასადების მინერალურ ზედაპირების  შესაღებად.

თვისებები

  •  ეკოლოგიურად სუფთა,
  •  წყალში ხსნადი,
  •  მარტივი მოხმარებისთვის,
  •  ატმოსფერული მოვლენებისადმი მედეგი
  •  წყალგამტარიანობა  (კლასი1 DIN EN 1062-ის  თანახმად),
  •  მაღალი ორთქლდიფუზიურობა (გამტარიანობა) (კლასი1  DIN EN 1062-ის  თანახმად),
  • კარგი დაფარვისუნარიანობა (კლასი 3  DIN EN 13300-ის თანახმად, 7 მ2/ლ).

მასალის შემკვრელი

დისპერსია სინთეტიკური ფისის ბაზაზე.

შეფუთვა

ბაზა 1:   10  ლ.

ბაზა 3:   9,4  ლ. კოლირებამდე.

ფერი

  •  ბაზა 1:  თეთრი.
  •  ბაზა 3: გამჭვირვალე, გამოიყენება მხოლოდ კოლერირებული. 

Caparol AcrylFassadenfarbe შეფერადება ხდება მანქანურად  ColorExpress-ის   სისტემის  თითქმის ყველა ღია ტონში. ასევე შესაძლებელია ხელით, ჩვეულებრივი  დისპერსიული საღებავებით (მაგალითად CaparolColor), ან პიგმენტური კონცენტრატებით. დამოუკიდებელი შეფერადებისას, ფერთა ტონებშის სხვაობის აცდენის თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია აურიოთ  საღებავის მთლიანი რაოდენობა.

სიპრიალის ხარისხი

მქრქალი

ტექნიკური პარამეტრები

სიმკვრივე: დაახლოებით 1.55 გ/სმ3.

შენიშვნა

კოლირების შემდეგ შესაძლებელია მცირედი ცვლილებები ტექნიკურ მონაცემებში.