პროდუქტები

Caparol Samtex 7 E.L.F.

აბრეშუმისებრი-მქრქალი ლატექსური საღებავი დიდი დატვირთვების მქონე შიდა  ზედაპირებისათვის.


პროდუქტის აღწერილობა

ზედაპირის სტრუქტურის შემანარჩუნებელი საღებავი, გლუვი, მქრქალი, ელეგანტური დაფარვების შესაქმნელად შენობებს შიგნით. მაღალი მედეგობის გამო განსაკუთრებით გამოსადეგია  დიდი დატვირთვების მქონე ზედაპირებისათვის. საღებავის თხელი ფენა აბრეშუმისებრი-მქრქალი ეფექტით ხაზს უსვამს მასალის სტრუქტურას და ჩინებულია სტრუქტურული, რელიეფური, ტვიფრული და  შუშა-შპალერების დასაფარად.საღებავი მავნე ემისიებისა და გამხსნელების გარეშე, ჯანმრთელობისათვის მავნე ნივთიერებები არ გამოიყოფა არც დამუშავების და არც გაშრობის პროცესში.

გამოყენების სფეროები

სკოლები, საბავშვო ბაღები, საოფისე შენობები, რესტორნები, სამედიცინო დაწესებულებები,ჰოლები.

თვისებები

  •  წყალში ხსნადი, ეკოლოგიური, მინიმალური სუნით,
  •  გამხსნელებისა და მავნე გამონაყოფებისაგან თავისუფალი   (E.L.F.),
  •  სითეთრის მაღალი ხარისხი,
  •  კარგი დაფარვისუნარიანობა,
  •  ორთქლგამტარი,
  •  დიფუზიური,
  •  მადეზინფიცირებელი და საყოფაცხოვრებო საშუალებების მიმართ მედეგი,
  •  მარტივი მოხმარებისათვის.

მასალის შემკვრელი

ხელოვნური ფისის დისპერსია.

შეფუთვა

  •  ბაზა 1 (თეთრი): 2,5 ლ,  5 ლ, 10 ლ, 15 ლ;
  •  ბაზა 2 (გამჭვირვალე): 1.25 ლ, 2,5 ლ,  5 ლ, 10 ლ;
  •  ბაზა 3 (კოლერების  შემდეგ): 1,25 ლ, 2,5 ლ,  5 ლ, 10 ლ.

ფერი

  •  ბაზა 1 (თეთრი):  შესაძლებელია დამუქების (კოლერების) გარეშე გამოყენება.
  •  ბაზები 2 და 3 (გამჭვირვალე): გამოიყენება მხოლოდ  დამუქების  შემდეგ.

Samtex 7 E.L.F.  ბაზა 1.  დასაშვებია  დამოუკიდებლად დამუქება  საღებავების - CaparolColor, ან  AVA დამატებით.დამოუკიდებელი დამუქებისას ფერის ტონის აცდენის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია აურიოთ მთლიანი საღებავი.ერთი ფერის საღებავის 100 ლ. და მეტის დაკვეთის, ან მოთხოვნის შემთხვევაში საღებავების კოლერება ხდება ქარხანაში.

Samtex 7 E.L.F. კოლერდება მანქანური მეთოდით ColorExpress-ის სისტემის CaparolColor, Caparol 3D, NCS, Panorama, RAL და ფერთა სხვა კოლექციების ყველა ტონებში.ინტენსიურ და სუფთა ტონებს, მაგალითად:  ყვითელი, ნარინჯისფერი, წითელი და ა.შ., გააჩნია ნაკლები დაფარვისუნარიანობა.  რეკომენდებულია შუალედური ფენის დატანა შესაბამის პასტელურ ტონში, პიგმენტირებული თეთრი საღებავის ბაზაზე (ბაზა 1).შესაძლებელია საჭირო გახდეს განმეორებითი, დამასრულებელი  ფენის დატანა.

სიპრიალის ხარისხი

მქრქალი

შენახვის პირობები

შეინახეთ გრილ პირობებში, მოარიდეთ ყინვას.

ტექნიკური პარამეტრბი

  •  რეცხვამედეგობა: კლასი 2, DIN EN 13 300-ის თანახმად,
  •  კონტრასტობის ხარისხი (დაფარვისუნარიანობა): კლასი 2,   6მ2/ლ   ან  160 მლ/მ2,
  •  ნაწილაკების მაქსიმალური (grit) ზომა: თხელი (<100 мкм),
  • სიმკვრივე: დაახლოებით 1.4 გ/სმ3

შენიშვნა

კოლერების შედეგად შესაძლებელია უმნიშვნელო ცვლილებები საწყის ტექნიკურ მონაცემებთან.