პროდუქტები

Samtex 3 E.L.F.

ღრმად მქრქალი, რეცხვისადმი მედეგი ლატექსური საღებავი ინტერიერებისათვის გამხსნელებისა და მავნე გამონაყოფების გარეშე.


დანიშნულება

რეცხვის მიმართ მედეგი, შენობებს შიგნით ზედაპირის სტრუქტურის შემანარჩუნებელი საღებავი. გლუვი, მქრქალი, ელეგანტური დაფარვების შესაქმნელად.ჩინებულია სტრუქტურული, რელიეფური, ტვიფრული და  შუშა-შპალერის   დასაფარად. საღებავი მავნე ემისიებისა და გამხსნელების გარეშე,  ჯანმრთელობისათვის მავნე ნივთიერებები არ გამოიყოფა არც დამუშავების და არც გაშრობის დროს.

გამოყენების სფეროები

სკოლები, საბავშვო ბაღები, საოფისე შენობები, რესტორნები, სამედიცინო დაწესებულებები.

თვისებები

  •  წყალში ხსნადი, ეკოლოგიური, მინიმალური სუნით,
  •  გამხსნელებისა და მავნე გამონაყოფებისაგან თავისუფალი   (E.L.F.),
  •  სითეთრის მაღალი ხარისხი,
  •  კარგი დაფარვისუნარიანობა,
  •  ორთქლგამტარი,
  •  მარტივი მოხმარებისათვის.

მასალის შემკვრელი

ხელოვნური ფისის დისპერსია.

შეფუთვის ზომები

  •  ბაზა 1:2,5 ლ;  5ლ; 10ლ; 15 ლ;
  •   გამჭვირვალე ბაზები: 2 და 3 შეფერადების  შემდეგ: 2,5ლ; 5ლ; 10ლ.

ფერი

  •  ბაზა 1 (თეთრი):  შესაძლებელია შეფერადების  (კოლერების) გარეშე გამოყენება.
  •  ბაზები 2 და 3 (გამჭვირვალე): გამოიყენება მხოლოდ შეფერადების  შემდეგ.

 

Samtex 3 E.L.F. ბაზა 1.  დასაშვებია  დამოუკიდებლად შეფერადება  საღებავების - CaparolColor ან  AVA დამატებით.დამოუკიდებელი შეფერადებისას ფერის ტონის აცდენის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია აურიოთ მთელი საღებავი. ერთი ფერის საღებავის 100 ლ. და მეტის დაკვეთის, ან მოთხოვნის შემთხვევაში საღებავების კოლერება ხდება ქარხანაში

Samtex 3 E.L.F. კოლერდება მანქანური მეთოდით ColorExpress-ის სისტემით CaparolColor, Caparol 3D, NCS, Panorama, RAL და ფერთა სხვა კოლექციების ყველა ტონებში.ინტენსიურ და სუფთა ტონებს, მაგალითად: ყვითელი, ნარინჯისფერი, წითელი და ა.შ., გააჩნია ნაკლები დაფარვისუნარიანობა. რეკომენდებულია შუალედური ფენის დატანა შესაბამის პასტელურ ტონში, პიგმენტირებული თეთრი საღებავის ბაზაზე (ბაზა 1). შესაძლებელია საჭირო გახდეს განმეორებითი, დამასრულებელი  ფენის დატანა.

 

სიპრიალის ხარისხი

ღრმად მქრქალი 

შენახვის პირობები

შეინახეთ გრილ პირობებში, მოარიდეთ ყინვას.

ტექნიკური პარამეტრები

  •  ნაწილაკების მაქსიმალური (grit) ზომა: <100 мкм, S1,
  •  სიმკვრივე: დაახლოებით 1.5 გ/სმ3.