პროდუქტები

Malerit-W

რეცხვისადმი მედეგი, ფუნგიციდური თვისებების მქონე, ინტერიერის საღებავი გამხსნელების გარეშე.


დანიშნულება

გამოიყენება Capatox-ან ან FungiGrund-თან ერთად,  მაღალხარისხიანი, რეცხვამედეგი, მადეზინფიცირებელი  დაფარვის შესაქმნელად, ობისა და სოკოვანი დაბინძურების მქონე ზედაპირებზე, ჰიგიენისა და სისუფთავის დასაცავად საჯარო და კერძო შენობების ინტერიერში.

თვისებები

  •        არ შეიცავს გამხსნელს
  •        წყალდისპერისული, მცირე სურნელით
  •        დიფუზიური Sd-ფაქტორი < 0.1 მ
  •        ფუნგიციდური
  •        შეიცავს ვერცხლის იონებს ბიოციდური დაცვისათვის.

პროდუქტის შემკვრელი

სინთეტიკური ფისის დისპერსია  DIN 55 945-ის შესაბამისად.

შეფუთვა

12.5 ლ

ფერი

თეთრი

შესაძლებელი შეფერადება:  5%-ით AVA - Amphibolin-ის, ან  Alpinacolor-ის ხელის კოლორანტებით. ერთზე მეტი შეფუთვის შეფერადებისას, ფერთა შორის სხვაობის თავიდან აცილების მიზნით, ყველა შეფუთვა გამოყენებამდე კარგად უნდა შეერიოს ერთმანეთს.ინტენსიური ფერებით შეღებვისას, მათი შედარებით სუსტი დაფარვისუნარიანობის გამო, რეკომენდირებულია ზედაპირი წინასწარ დაიფაროს თეთრ ბაზაზე კოლერირებულ   იდენტურ პასტელურ ტონებში.

Malerit-W შეიძლება შეფერადდეს ColorExpress-ის მანქანებში მოცემულ ყველა ფერზე, რომლებიც არ აღემატება სიღიავის კოეფიციენტს დაახლოებით 70-ს. 100 ლიტრზე მეტი რაოდენობის ერთ ფერზე შეფერადებისას, შესაძლებელია შეფერადდეს ქარხნული წესით.

შეფერადებული შეფუთვა შეამოწმეთ ადგილზე, რათა შემდგომში არ მოხდეს ფერთა შორის სხვაობა. შეფერადებული საღებავით დიდი ზედაპირების შეღებვისას ყოველთვის გამოიყენეთ ერთი ჩარჯის ნომრით წარმოებული შეფუთვა.

სიპრიალის ხარისხი

ღრმად მქრქალი (DIN EN 13 300_ის შესაბამისად)

შენახვის პირობები

შეინახეთ გრილ ადგილას, მოარიდეთ ყინვას

ტექნიკური პარამეტრები

შეესაბამება DIN EN 13 300 სტანდარტს: შეფერადებისას   შესაძლებელია გადახრა ტექნიკურ მონაცემებში.

 

  • სველი მოხეხვისადმი მედეგობა: კლასი 3, რეცხვამედეგობა DIN 53 778-ის შესაბამისად
  • კონტრასტულობა (ფარვა): კლასი 2,7 ლ/მ2, ან 140 მლ/მ2.
  • ნაწილაკების მაქსიმალური (grit) ზომა: წმინდა (<100 მმ).
  • სიმკვრივე: დაახლოებით 1.5 გ/სმ3.