პროდუქტები

OptiGrund

ღრმად შემღწევი, ჰიდროფობიული თვისებების მიმნიჭებელი სპეციალური საგრუნტავი მასალა სილიკონ-აკრილის ბაზაზე, გარე და შიდა გამოყენებისათვის - გამოვლენა შესაძებელია სპეციალური შავი სინათლის ამრეკლავი მოწყობილობით.


დანიშნულება

გასამყარებელი და ზედაპირის გასათანაბრებელი საგრუნტავი მასალა უხეშ ფოროვანი, მაღალი შეწოვის მქონე ზედაპირების, ცარცვადი ბათქაშების და ბეტონისთვის. ასევე შესაძლებელია თაბაშირის და თაბაშირ-მუყაოს ფილებზე გამოყენება საგრუნტავ ფენად, წყალდისპერსიული, სილიკონის ფისის და პოლიმერული ფისის საღებავებიბისთვის. გამოყენება შესაძლებელია არასაკმარისი განიავების მქონე სივრცეებში და სივრცეებში სადაც ხდება გასტრონომიული პროდუქტების მომზადება ან შენახვა.
OptiGrund-ს განსაკუთრებული სილიკონ-აკრილის ტექნოლოგიიდან გამომდინარე გააჩნია ღრმად შემღწევი და ჰიდროფობიის მიმნიჭებელი თვისებები. სპეციალური ინდიკატორი, შავი შუქის ნათურასთან კომბინაციაში შესაძლებელს ხდის გამოვავლინოთ საგრუნტი დანაფარი, მასზე მომდევნო ფენების დატანის შემდეგაც კი. ამისათვის ზედა ფენა ფრთხილად უნდა გავფხიკოთ და მივანათოთ შავი შუქის ნათურა. Opti- Grund-ს გააჩნია მოლურჯო-მოიისფრო ამრეკლავი ნათება.

თვისებები

არ ახასიათებს მკვეთრი სუნი, არ საჭიროებს ალკიდურ გამხსნელს, ეკოლოგიურად სუფთა, ზედაპირს ანიჭებს ჰიდროფობურობას, მზადაა გამოსაყენებლად, მარტივია გამოყენებისას.

მასალის შემკვრელი

აკრილის ფისის სილიკონით მოდიფიცირებული დისპერსიული ჰიდროზოლი.

შეფუთვა

5 ლ, 10 ლ.

შენახვის პირობები

შეინახეთ გრილ ადგილას, მოარიდეთ ყინვას.

ტექნიკური პარამეტრი

სიმკვრივე: დაახლოებით 1,02 გ/სმ3