პროდუქტები

Dupa-Grund

ღრმად შემწოვი სუპერ საგრუნტავი მასალა ძველი დანაფარების გასამყარებლად. შეიცავს გამხსნელს, გამოიყენება გარე სამუშაოებისთვის.


დანიშნულება

მაღალი ხარისხის, უფერო, სპეციალური საშუალება კრიტიკული მინერალური ზედაპირების დასამუშავებლად ფასადებზე, გამოიყენება როგორც დამცავი გრუნტი ფინიშური ფენის დადებამდე  ფოროვანი, ძველი ბათქაშებისა და ბეტონის ზედაპირების გასამყარებლად, დაიტანება ცემენტზე და Disbocret-ის ფითხზე.

ასევე ზედაპირებზე, რომლებიდანაც მექანიკური მეთოდით მოხსნილ იქნა ძველი საღებავის დანაფარი.გამოიყენება მყარი მოჭიდების მქონე ძველი, ცარცვადი საღებავიანი ზედაპირების  გასამყარებლად. Dupa-Grund-ი არბილებს სუსტად მოჭიდებულ ლაქ-საღებავებს ზედაპირზე და ამარტივებს მათ მექნიკურ მოხსნას.

არ გამოიყენება პოლისტიროლის (პენოპლასტის) შემცველ ბათქაშებზე და პოლისტიროლის (პენოპლასტის) ფილებით გაკეთებულ ფასადის თბოსაიზოლაციო სისტემებზე.

თვისებები

  •  არსებული საღებავის და ზედაპირების გამყარების ეფექტი,
  •  ღრმად შემწოვი,
  •  დიფუზური,
  •  ტუტეს მიმართ მედეგი,
  •  სრულად გამჭვირვალე.

შემკვრელი

სინთეტიკური ფისი, გახსნილი ორგანულ გამხსენელებში.

შეფუთვა

5 ლ, 10 ლ

შენახვის პირობები

გრილ ადგილას, მოარიდეთ ყინვას

თექნიკური პარამეტრი

სიმკვრივე - დაახლ. 0,8 გ/სმ3