პროდუქტები

Capalac Dickschichtlack

მყარი ნაწილაკების შემცველი, ანტი-კოროზიული, მეტალის დამცავი ემალი საგრუნტავი, შუალედური და დამასრულებელი ფენების დასატანად, გარე და შიდა სამუშაოებისათვის.


დანიშნულება

ერთკომპონენტიანი, სქელფენიანი ემალი, განკუთვნილი შენობების ფოლადის, თუთიის, მოთუთიებული ფოლადის, ალუმინის, სპილენძის, მყარი პოლივინილ ქლორიდის (PVC), ხის შიდა და გარე ელემენტების ზედაპირების დაცვისა და მოპირკეთებისათვის. ფოლადის და მოთუთიებული რკინის კოროზიისგან დაცვის დონე - DIN EN ISO 12944-6-ის შესაბამისად. არ გამოიყენოთ თეთრი ფერის ტონები გამათბობელი რადიატორების შესაღებად, რათა თავიდან იქნას აცილებულ გაყვითლება (ასეთი შემთხვევისთვის გამოიყენეთ Capalac Heizkorperlack - რადიატორის ემალი). შეუსაბამოა სახურავებზე და ანოდიზირებულ ალუმინზე დასატანად.

თვისებები

■ ბრწყინვალე ადჰეზიურობა
■ ზედაპირის კარგი დაფარვის უნარი, მათ შორის წიბოებზე
■ ხანგრძლივი დაცვა კლიმატური ზემოქმედებისგან
■ განსაკუთრებით სქელი მშრალი ფენის მიღების საშუალება დიდი რაოდენობით მყარი
ნაწილაკების შემცველობის ხარჯზე
■ დადასტურებული მედეგობა ერთი ქილიდან
■ კოროზიის მიმართ დადასტურებული მედეგობის პროტოკოლი, ფოლადის და
მოთუთიებული რკინის ხანგრძლივად მოქმედი ეფექტური დანაფარი, საერთაშორისო
სტანდარტის DIN EN ISO 12944 ნაწილი 6-ის შესაბამისად
■ იწარმოება გლუვი ემალის და ხაოიანი ფაქტურის (Glimmer) ეფექტით
■ ფერადდება მრავალი ფერით ColorExpress-ის აპარატის მეშვეობით
■ არ შეიცავს არომატულ ნახშირწყლებს

მასალის შემკვრელი

ეთერის ბაზაზე - გამხსნელებით, რომლებიც არ შეიცავს არომატულ ნახშირწყლებს.

შეფუთვა

■ თეთრი, Glimmer და RAL 9006 750:
მლ, 2.5 ლიტრი, 10 ლიტრი და 35 კგ.
■ ColorExpress:
1 ლიტრი, 2.5 ლიტრი და 10 ლიტრი.

ფერი

■ სტანდარტული
ემალი: თეთრი
Glimmer ფერები: Glimmer და მიახლოებით RAL 9006.

შენიშნვა: თუ Capalac Dickschichtlack შეფერადებულია მუქ ტონალობაში, შესაძლებელია ზემოდან დატანილ იქნას გამჭვირვალე Capalac Kunstharz-Klarlack-ი, რათა ემალის მუქი ფერი დაცული იქნას მექანიკური დაზიანებით მიღებული გაფერმკრთალებისაგან. Glimmer ვარიანტი არის კოროზიისაგან განსაკუთრებით დამცავი დანაფარი. RAL - ისა და გერმანული ნაციონალური რკინიგზის სტანდარტების (TL/TP-KOR) თანახმად, შესაბამისი ზედაპირი უნდა იყოს მქრქალი და მცირედ ხაოიანი. დამატებით დამცავ ფენად შესაძლებელია დატანილ იქნას Capalac Kunstharz-Klarlack, რომელიც უზრუნველყოფს დაცვას მექანიკური დაზიანებისგან და ამარტივებს წმენდას.

Glimmer-ის ფერების შესაძლო აცდენის შემთხვევები: ფერების კატალოგებთან შედარებით. სხვადასხვა მწარმოებლის Glimmer-საღებავების შედარებით. სარემონტო სამუშაოების დროს, დატანის სხვადასხვა მეთოდების გამოყენებისას (მაგალითად სამღებრო ფუნჯი, გორგოლაჭი ან საჰაერო მიფრქვევა, ფხვნილის მოყრით, ან
დასხმითი ღებვა).

ფერის მედეგობა თანახმად სტანდარტისა BFS საინფორმაციო ფურცელი #26: შემკვრელი: კლასი B; პიგმენტი: ჯგუფი 1-დან 3-ის ჩათვლით, დამოკიდებულია ფერის ტონალობაზე.

სიპრიალის ხარისხი

ემალი:
აბრეშუმისებრი-მქარქალი (seiden matt)
Glimmer:
მქრქალი
სპილენძის ტონალობა:
მქრქალი

შენახვის პირობები

შეინახეთ გრილ პირობებში, მჭიდროთ დახუფულ ქილაში.

ტექნიკური პარამეტრი

■ სიმკვრივე: დაახლოებით 1,3 გ/სმ3