პროდუქტები

Capadur F7-LangzeitLasur

ხის საშუალო სისქის ფენის ლაზური. ძლიერი დაცვა კლიმატური ზემოქმედებისგან და ულტრაიისფერი (UV) სხივებისგან. შიდა და გარე სამუშაოებისათვის.არ შეიცავს არომატიზირებულ გამხსნელებს.


დანიშნულება

მასიური ხის (მაგ. ფანჯრები, დარაბები, კარები და ხის ღობეები) ფერადი გაფორმებისათვის, შიდა და გარე სამუშაოებისას. იცავს ნესტისგან და ულტრაიისფერი (UV) სხივებისგან. არსებული ტექნიკური გამოცდილების შესაბამისად, რეკომენდირებულია 2-3 წელიწადში ერთხელ განხორციელდეს დამუშავებული ზედაპირების სარემონტო სამუშაოები, განსაკუთრებით გარე სივრცეებში სადაც კლიმატური ზემოქმედების საშიშროება მაღალია.

თვისებები

■ არ შეიცავს ბიოციდურ დანამატებს
■ არ შეიცავს არომატიზირებულ გამხსნელებს
■ მაღალი დაცვა ულტრაიისფერი (UV) სხივებისგან, გამჭირვალე რკინის ოქსიდის
პიგმენტების დამსახურებით
■ დამატებითი დაცვა ულტრაიისფერი სხივებისგან, ულტრაიისფერი ფილტრების
დამსახურებით.
■ ნესტისგან ხანგრძლივი დაცვა
■ ორთქლდიფუზიური
■ არ წვეთავს დატანისას
■ ხანგრძლივი სამუშაო დროის გამო, ლაზურის დატანა შესაძლებელია დიდ ფარდობებზე.

მასალის შემკვრელი

ალკიდური ფისი არომატიზირებული გამხსნელების გარეშე.

შეფუთვა

■ სტანტარტული ფერები:
375 მლ: უფერო, ფიჭვი, მუხა ღია, თხილი
750 მლ: ფიჭვი, მუხა ღია, თხილი, კაკალი, პალისანდრი, ტექტონა, მაკაგონი, აბანოზის ხე
1 ლ: უფერო
2.5 ლ: ყველა სტანდარტული ფერი
5 ლ: ფიჭვი, მუხა ღია, თხილი, კაკალი
■ სპეციალური ფერები:
1 ლ, 2.5 ლ, 5 ლ: Capalac mix

ფერი

■ სტანტარტული ფერები:
უფერო, ფიჭვი, მუხა ღია, თხილი, კაკალი, პალისანდრი, ტექტონა, მაკაგონი, აბანოზის ხე
■ ყველა ფერი შესაძლებელია ნებისმიერი თანაფარდობით შეერიოს ერთმანეთს.
ColorExpress სისტემების (Capamix და Capalac mix) მეშვეობით შესაძლებელია ასევე 3D კოლექციის 89 სპეციალურ ფერზე, ისევე როგორც სხვა კოლექციების მრავალ ფერზე შეფერადება.
მითითება:
ზოგიერთი ფერის გამოყენება გარე სამუშაოებში მხოლოდ შეზღუდულად არის შესაძლებელი. “უფერო” Capadur F7-LangzeitLasur-ი გარე სამუშაოებისთვის გამოიყენება როგორც ფერადი ლაზურის საგრუნტავი საფარი ან საბოლოო საფარი მუქი ფერის ლაზურებისთვის, რადგანაც სხვა შემთხვევაში ულტრაიისფერი სხივებისგან დაცვა არ არის უზრუნველყოფილი. კლიმატური პირობებისაგან დაუცველ პირობებში “უფერო” ლაზური არ გამოიყენება.

სიპრიალის ხარისხი

აბრეშუმისებრი-პრიალა.
სიპრიალის ხარისხი დამოკიდებულია დასამუშავებელი ხის ზედაპირზე.

შენახვის პირობები

შეინახეთ გრილ ადგილას, დახურულ შეფუთვაში.

ტექნიკური პარამეტრები

■ სიმკვრივე: დაახლოებით 0.95 გ/სმ3
■ მყარი სხეულების შემცველობა: დაახლ. წონის 60%